Lufthansa ავიაკომპანია Alitalia-ს 40%-იანი წილის შეძენას აპირებს

Lufthansa ავიაკომპანია Alitalia-ს 40%-იანი წილის შეძენას აპირებს

access_time2022-01-23 18:00:53

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa იტალიის სახელმწიფო კომპანია Alitalia-ს მემკვიდრის, ITA Airways-ის 40%-იანი წილის შეძენას აპირებს. გარიგება შესაძლოა, მომავალ კვირას გამოქვეყნდეს. ინფორმაციას იტალიურ გაზეთ Il Foglio-ზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

ITA Airways-მა ფრენა 15 ოქტომბერს დაიწყო. კომპანიაში დაახლოებით, 2 300 ადამიანია დასაქმებული. მისი ავიაფლოტი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ჰქონდა Alitalia-ს, რომელსაც 75 წლის ყოფილი ნაციონალური ავიაკომპანიაა. Alitalia-მ ძირეული რესტრუქტურიზაცია გაიარა და მფლობელი გამოიცვალა.

გაზეთი გარიგების ფასს არ ასახელებს, თუმცა წერს, რომ ორი კომპანია ახლოს იყო შეთანხმებასთან რამდენიმე საკვანძო პირობაზე, როგორიც არის აფრიკის მიმართულებით პირდაპირი ფრენები და ამერიკის კონტინენტზე ზოგიერთი მარშრუტისთვის რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის გამოყენება.

ITA Airways-ში აცხადებენ, რომ ავიაკომპანიის უმაღლესი მენეჯმენტი სტრატეგიულ გეგმას კომპანიის დირექტორთა საბჭოს 31 იანვარს წარუდგენს. ამასთან, მონაცემთა ოთახი გაიხსნება მომდევნო დღეებში, რაც პოტენციურ პრეტენდენტს ან პარტნიორს საშუალებას მისცემს, ფინანსურ დოკუმენტებზე ჰქონდეს წვდომა კომპანიის ღირებულების შესაფასებლად.

მანამდე წყარომ Reuters-ს აცნობა, რომ 12 იანვარს ITA Airways ავიაკომპანიებს, Lufthansa-ს, British Airways-სა და შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ Delta Air Lines-ს წილობრივი პარტნიორობის წინადადებით დაუკავშრდა.


Delta Air Lines-მა ITA Airways-ში ინვესტირებაზე უარი განაცხადა.

ამჟამად გერმანიის მთავრობა Lufthansa-ს აქციების 14%-ს ფლობს, რაც 2020 წლის კორონაპანდემიის კრიზისისგან გადარჩენის მიზნით, ფინანსური დახმარების ფარგლებში გაფორმდა. მთავრობა მიზნად ისახავს, თავისი აქციები არაუგვიანეს 2023 წლის ოქტომბრამდე გაყიდოს.

Lufthansa-ს ჯგუფი გაკოტრებისგან გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიისა და ბელგიის მთავრობების მიერ გამოყოფილმა და ევროკომისიის მიერ დამტკიცებულმა 9 მლრდ ევროს (10,21 მლრდ დოლარის) ფინანსურმა მხარდაჭერამ იხსნა.


]წყარო:  "ბიზნესპრესნიუსი"




ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს
access_time2022-12-09 00:23:06
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება. ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ...

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი
access_time2022-12-08 22:27:45
ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატოს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” და “გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა” პროგრამების წევრები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არმიას...

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები
access_time2022-12-08 21:25:37
ქვეყანაში ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე მსჯელობდნენ დღეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნინო ლიპარტიას საავტორო გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“. როგორც გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მამაცაშვილმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ჩაგვრასა და ძალადობასთან მიმართებით ქვეყანაში სამწუხარო ვითარებაა. „მნიშვნელოვანია, რომ თავად ქალებმა იცოდნენ თუ რა უფლებები, რა ვალდებულებები და თავისუფლებები...

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო
access_time2022-12-08 20:51:47
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ხორვატიის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ, ამავდროულად, უარი უთხრეს ბულგარეთსა და რუმინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Digi24 და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებენ. აღინიშნება, რომ შენგენის ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის წინააღმდეგ ხმა ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მისცეს. ნიდერლანდება დააზუსტეს, რომ რუმინეთის წევრობის წინააღმდეგ არ გამოდიან,...

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2022-12-09 00:00:39
საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. საქსტატის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 5,375.52 ათასი დოლარის ბიუსტჰალტერები (მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟისა, ან არატრიკოტაჟისა) გავიდა, რაც გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გასული  ბიუსტჰალტერების ღირებულებასთან შედარებით 44%-იან ზრდას აჩვენებს.   2022 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთის სხვადასხვა ბაზრებზე სულ 276.78 ტონა ...


მსგავსი სიახლეები

up