არხოტის ხეობის სოფელ ამღაში ლუდსახარში ,,ზედაზენი''-ის მხარდაჭერით  მთის ფესტივალი სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ამღა’’ გაიმართა

არხოტის ხეობის სოფელ ამღაში ლუდსახარში ,,ზედაზენი''-ის მხარდაჭერით მთის ფესტივალი სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ამღა’’ გაიმართა

access_time2019-09-13 10:56:45

ლუდსახარში ,,ზედაზენი''-ის მხარდაჭერით ხევსურეთში, არხოტის ხეობის სოფელ ამღაში მთის ფესტივალი სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ამღა’’ გაიმართა.







საღამო ძველი ხევსურული წესით, სულის ცხენის დალოცვით დაიწყო რასაც ტრადიციულად დოღი მოჰყვა, დოღს კი ფოლკლორული კონცერტი, ჭაუხების ველზე, სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მომღერლების, მელექსეების, პოეტებისა და რელიგიური საგალობლების შემსრულებლები.





კონცერტის კულმინაცია ორგანიზატორებს ბოლოსკენ ჰქონდათ შენახული - ქისტ და ხევსურ ახალგაზრდებს შორის ძმადგაფიცვის უძველესი წესის ჩატარება, ეს წესი კავკასიაში ბოლო 50 წელია არ ჩატარებულა.





საღამოზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ უგემრიელესი ლუდი ,,ზედაზენი და ლიმონათი.





კამპანია #გადავარჩინოთამღა, ონლაინ სააგენტო „მთის ამბებმა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, 2019 წლის 24 ივლისს დაიწყო, მიზანი მოსახლეობისგან დაცლილი მთის სოფლების გაცოცხლებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა.



ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან.



სოფელში ამჟამად 20 -მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.





ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. 15 აგვისტოს არხოტში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამღის რეაბილიტაციისთვის თანხა 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს ჩატარდება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რომელსაც შველა ყველაზე მეტად სჭირდება.





#გადავარჩინოთამღა
#მთისამბები.გე




როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...


მსგავსი სიახლეები

up