ლუდომანიის რეაბილიტაცია ონლაინაცაა შესაძლებელი

ლუდომანიის რეაბილიტაცია ონლაინაცაა შესაძლებელი

access_time2021-10-16 11:00:08

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია Dayone - სტარტაპი, რომელიც ლუდომანებს (თამაშდამოკიდებულება) რეაბილიტაციაში დაეხმარება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ Dayone-ს დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განუცხადა, ონლაინ პლატფორმის საპილოტე პორტალი მაქსიმუმ ერთ თვეში გაეშვება.

„ეს იქნება ერთგვარი სარეაბილიტაციო ცენტრი, ოღონდ არა ფიზიკური, არამედ პორტალი, რომელზეც გარკვეული საფასურად ლუდომანიისგან განკურნების ყველა მსურველს ექნება წვდომა. მომსახურებაში შედის როგორც სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები, ასევე ფსიქოთერაპიის ინდივიდუალური და ჯგუფური კურსები. თავდაპირველად პორტალი მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი უპირატესობა ფიზიკურ ცენტრებთან შედარებით ისაა, რომ ვაიაფებთ სერვისს და უკეთაა დაცული ანონიმურობა. ვგეგმავთ, რომ ახლო  მომავალში დსთ-ს ქვეყნებიც მოვიცვათ, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ ამ სივრცეში ლუდომანებს დაახლოებით ისეთივე მენტალიტეტი აქვთ როგორც საქართველოში. ჩვენ გეგმებშია ევროპული და ამერიკული ბაზარიც“,- აცხადებს გუგა ბესელია.

მისი თქმით, საქართველოში ლუდომანების, ანუ თამაშდამოკიდებულების რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს და ერთი წლის თავზე პორტალს 10 ათასამდე მომხმარებელი ეყოლება.


ცნობისთვის, ექსპერტები ონლაინთამაშზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. ანალიტიკოს ზურა კუკულაძის მტკიცებით,ონლაინ ძირითადად საქართველოს მოქალაქეები თამაშობენ და მათი უდიდესი უმრავლესობა დაბალშემოსავლიანი სეგმენტიდანაა, რომლებიც ან ლუდომანიის ან ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თამაშობენ.  მისი თქმით, შეზღუდვა სწორედ ონლაინ კაზინოებს უნდა შეეხოს, რადგან მიწის კაზინოში უმეტესად ის ადამიანები თამაშობენ, რომლებსაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვთ.



ინფორმაციისთვის, 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 6.231 მლრდ ლარით, 2018 წელთან შედარებით კი 18.285 მლრდ ლარით მეტია. მთლიანად კი გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 28%-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 23,7% იყო, 2018 წელს კი 16%.


წყარო: "ბიზნესფორმულა"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up