„ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი - ბანერებზე გამოკრული ონლაინსამორინეების რეკლამა იგივეა, რომ ჰეროინის რეკლამა გამოვაკრათ

„ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი - ბანერებზე გამოკრული ონლაინსამორინეების რეკლამა იგივეა, რომ ჰეროინის რეკლამა გამოვაკრათ

access_time2019-04-16 10:07:42

არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელის გუგა ბესელიას განცხადებით, „ლუდომანია და ნარკომანია ძალიან ჰგავს ერთმანეთს“.


როგორც გუგა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, დღეს ბანერებზე გამოკრული ონლაინსამორინეების რეკლამა იგივეა, რაც ჰეროინის რეკლამა.


„ჩვენ ახლა ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც ზაფხულამდე მივა კანონმდებელთან. ეს კანონპროექტი აწყობილია ორ ძირითად საკითხზე. პირველი ის, რომ აუცილებელია რეგისტრაციის გამკაცრება და რეგისტრაციის გამკაცრებაში ჩვენ ვხედავთ გამოსავალს საჯარო რეესტრთან წვდომაში. ჩვენ თუ დღეს სამორინეში შეგვყავს ნებისმიერი პირადი ნომერი, სამორინეს არ აქვს ინფორმაცია ამ პირადი ნომრის უკან ვინ არის. თუკი ონლაინსამორინეებს მოვთხოვთ და სახელმწიფო დააკისრებს იმას, რომ საჯარო რეესტრთან ჰქონდეს წვდომა, ჩვენ რომ ჩავწერთ მოზარდის პირად ნომერს, საჯარო რეესტრი ავტომატურად „ამოქაჩავს“ ინფორმაციას, რომ ეს პირი არის 18 წლამდე  და ასეთი ადამიანი ონლაინსამორინეში თავის ექაუნთსა  ვერ გახსნის.



მეორე საკითხი არის ის აგრესიული მარკეტინგული კამპანია, რომელსაც აწარმოებენ ონლაინსამორინეები. ეს არის ცალსახად ჩასახშობი. ლუდომანია და ნარკომანია ძალიან ჰგავს ერათმანეთს, უბრალოდ დამოკიდებულებებში არის განსხვავება. ის, რომ დღეს ბანერებზე გამოკრულია ონლაინსამორინეების რეკლამა, იგივეა, რომ ჰეროინის რეკლამა გამოვაკრათ“, - აღნიშნა გუგა ბესელიამ.


ცნობისთვის „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“, კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან აქვს შეხება 

IPN






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up