ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები წელს მოგების ზრდას ელოდებიან

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები წელს მოგების ზრდას ელოდებიან

person access_time2016-02-10 14:00:11

2016 წელს მსოფლიოში ლუდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიები, Heineken-ი და Carlsberg-ი, გაზრდილ მოგებას ელოდებიან. კომპანიები აშშ-სა და აზიის ბაზრებზე  გააქტიურებასა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის მწარმოებელის, ბელგიური Anheuser-Busch InBev-სათვის კონკურენციის გაწევას აპირებენ.


ლუდის გაყიდვები ნავთობის მომპოვებელ ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა რუსეთი და ნიგერია, გასული თებერვლიდან 40%-ით არის შემცირებული. „რუსული ბაზარი ნავთობის ფასების კოლაფსის შემდეგ ნაკლებად მომგებიანია,“ – განაცხადა „ჰაინეკენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟან-ფრანსუა ვან ბოქსმეერმა.

 

“Heineken-ისთვის მზარდ ბაზარს ვიეტნამი წარმოადგენს. ვფიქრობ, Carlsberg-შიც იმავეს ფიქრობენ. ჩინეთი ცვალებადია, არა მგონია წელს მისი ბაზარი ისეთივე მიმზიდველი და მომგებიანი იყოს, თუმცა იმავეს ვიეტნამისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის შესახებ ვერ ვიტყოდი,“ – განაცხადა Berenberg-ის ანალიტოკოსმა, ხავიერ გონსალეზ ლასტრამ.

 

გასულ წელს ბაზრის ლიდერმა, Anheuser-Busch InBev-მა უახლოესი კონკურენტი SABMiller-ი შეისყიდა. გარიგების საფასური $104 მილიარდი იყო. დღეს Anheuser-Busch InBev-ი ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა, Budweiser, Corona, Stella Artois, Beck’s, Leffe, Hoegarden  და ა.შ.

 

რუსეთის შემცირებული ლუდის ბაზრის გამო, რაც გავლენას Carlsberg-ის მოგების შემცირებაზე წლების განმავლობაში ახდენდა, კომპანია ლუდსახარშ ქარხნებს ხურავს. უკრაინის მოვლენებმა და რუბლის დევალვაციამ მომხმარებლის რაოდენობა შეამცირა. ამ დროს კი, კარლსბერგი რუსეთში ყველაზე გავრცელებული ბრენდის, Baltika-ს მფლობელია.

 

Carlsberg-ის შემოსავლები მეოთხე კვარტალში 21%-ით შემცირდა და 1.41 მილიარდი კრონი შეადგინა ($210 მილიონი). 


 



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up