ლუდის სეზონი დაიწყო – როდის შეასრულებს მთავრობა აქციზის გადახედვის დაპირებას?

ლუდის სეზონი დაიწყო – როდის შეასრულებს მთავრობა აქციზის გადახედვის დაპირებას?

person access_time2016-06-03 19:00:06

ლუდის ინდუსტრია ლუდის აქციზს ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით გადაიხდის. ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის" კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „კომერსანტთან" აცხადებს. თუმცა იმასაც ამბობს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება ჭიანურდება.


აღსანიშნავია, რომ მთავრობა ლუდის აქციზის გადახდის შეცვლის ორ ვარიანტს განიხილავდა. საუბარი იყო აქციზური გადასახადის ალკოჰოლის შემცველობის ან სიმკვრივის მოცულობის მიხედვით კორექტირებაზე. ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია 2016 წლის მაისში ამბობდა, რომ დიდი ალბათობით მექანიზმი შეიცვლებოდა.

 

"ჩვენ აქციზის მექანიზმებზე ვმუშაობთ. დღეს აქციზი იხდება ლიტრული მოცულობიდან. საუბარია, რომ გადავიდეთ ალკოჰოლის შემცველობაზე ან სიმკვრივეზე. ამას თეორიულად შეეძლო გამოეწვია აქციზის განაკვეთის კორექტირება. ამაზე მუშაობა გრძელდება და დიდი ალბათობით მექანიზმი შეიცვლება და ამ ციფრიდან გამომდინარე გახდება ნათელი შეუმცირდება თუ არა ფინანსური დატვირთვა ლუდის მწარმოებელ კომპანიებს", - აცხადებდა გახარია.


დღეს ხუნძაკიშვილი განმარტავს, რომ ლუდის ინდუსტრია შეთანხმდა მთავრობასთან, რომ აქციზის გადახდა მოხდება პროდუქტის შემცველობის მიხედვით. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა მწარმოებლებმა მთავრობისგან მიიღეს დაპირება, რომ აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტი უახლოეს მომავალში პარლამენტში გადაიგზავნებოდა. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ პროცესი ჭიანურდება, თუმცა, რა მიზეზით უცნობია.


„შეხვედრა ლუდის ინდუტრიასა და ფინანსთა სამინისტროს შორის 20 აპრილს იყო. მინისტრის მოადგილესთან შევთანხმდით იმ სისტემაზე, რაც გვინდა რომ დაინერგოს. საუბარია აქციზის სტრუქტურის შეცვლაზე ანუ რეფორმაზე რომელსაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს. ლუდის ინდუსტრია მთავრობასთან შეთანხმდა, რომ აგვერჩია ერთ-ერთი მოდელი. შევთანხმდით შემცველობაზე. ამით დავშორდით და მივიღეთ დაპირება, რომ ეს ყველაფერი წავიდოდა მთავრობის სხდომაზე განსახილველად და შემდეგ უკვე კანონში ცვლილების შეტანა გაიზგავნებოდა პარლამენტში. აქ გავჩერდით, ახლა უკვე ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო პროცესი ჭიანურდება. თუმცა, მუშაობა ამ მიმართულებით დასრულებულია და ამას ყველა ადასტურებს. რა საკითხებია ამის უკან ჩემთვის უცნობია, თუმცა, დიდი იმედი მაქვს რომ ამ დღეებში და არა კვირებში, პასუხს აუცილებლად მივიღებთ"-აცხადებს ხუნძაკიშვილი.


„კომერსანტის" კითხვაზე, უშვებს თუ არა ინდუსტრია იმას, პროცესი ისე გაჭიანურდეს, რომ მისი ძალაში შესვლა ვერ მოხერხდეს და რა მოლოდინები აქვთ ასეთი სცენარის შემთხვევაში, ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ ყველაზე ცუდი სცენარით, შესაძლოა აქციზის გადახედვა ამ სეზონისთვის ვერ მოხერხდეს, თუმცა ინდუსტრიისთის ესეც მისაღები იქნება, თუ ამას  მთავრობა არგუმენტირებულად დაასაბუთებს.


„ასეთი ცუდი სცენარის განხორციელების შემთხვევაში გაყიდვები არ გაუარესდება, ჩვენ ახლა მხოლოდ ამინდზე ვართ დამოკიდებული, თუმცა, მისი მიღება სერიოზულად შეუწყობს ხელს გაყიდვების გაზრდას"-აცხადებს ხუნძაკიშვილი.


„კომერსნტი" ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა კითხვით, თუ როდის გეგმავს უწყება მთავრობის სხდომაზე ცვლილებათა პაკეტის გატანას. სამინისტროში ამბობენ, რომ ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.

 

"ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად ლუდის აქციზის მოდერნიზებაზე, რაც დამოკიდებული იქნება იმ პარამეტრებზე, როგორიცაა ალკოჰოლის შემცველობა და წარმოებული პროდუქტის სიმკვრივე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


რაც შეეხება საკანონდმებლო ორგანოს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ მთავრობისგან ლუდის აქციზთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტი არ შესულა, შესაბამისად, მისთვის უცნობია, როდის და რა ვადებში წარედგინება შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს.


„ეს მთავრობასთან უნდა შეთანხმებულიყო, მათთან თუ შეთანხმდება, პარლამენტი წინააღმდეგობას ნამდვილად არ გაუწევს. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ ბიზნესსაც და პარალელურად გავითვალსიწინოთ ყველაფერი"-აცხადებს მაისურაძე.


შეგახსენებთ, ლუდის აქციზის გადახედვის დავალება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე წლის თებერვალში მისცა. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.


საგადასახადო კოდექსის ცვლილებებით, 2015 წლის 1 მარტიდან აქციზი ალაოს ლუდზე 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა (1 ლიტრზე). ალაოს ლუდთან ერთად აქციზის განაკვეთები ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზეც გაიზარდა. მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ აქციზის ზრდამ ბაზრის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ლუდზე აქციზის გადასახადი საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის 17 ქვეყანაში.


ლუდის ინდუსტრიის შეთავაზება იყო, რომ აქციზის გადასახადის სტრუქტურა შეცვლილიყო და გადასახადი გრადუსის მიხედვით ყოფილიყო განსაზღვრული და არა ლიტრაჟობით. 


მაშინ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებდა, რომ მათი შეთავაზებაა, რომ 1 გრადუსზე აქციზის გადასახადი 10 თეთრი იყოს, შედეგად სტანდარტულ, დაბალალკოჰოლურ ლუდზე აქციზის გადასახადი 50 თეთრით განისაზღვრება, რაც 10 თეთრით ნაკლებია დღეს არსებულ ტარიფზე.


„ამით ყველა მოიგებს, მოიგებს ინდუსტრია, რადგან მეტი ქეში გაუჩნდება და ფასების დაწევისკენ შეიძლება იფიქროს. მომხმარებელი მოიგებს, რადგანაც კონკურენციის გამო ზედმეტი დატვირთვა აღარ ექნება ფასებს და დაიწევს ისიც. ბიუჯეტს ვპირდებით, რომ შევა იგივე თანხა, რაც 2015 წელს მოკრიბეს. რადგანაც ბაზრის მოცულობა გაიზრდება",- აცხადებდა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.




ბევრი მომხმარებელი არ ნიშნავს ბევრ მყიდველს- „ლილო მოლმა“ მუშაობა განაახლა

ბევრი  მომხმარებელი არ ნიშნავს  ბევრ მყიდველს- „ლილო მოლმა“  მუშაობა განაახლა
access_time2020-06-01 16:30:25
„1 ივნისიდან  „ლილო  მოლი“ გაიხსნა და დილის 7 საათიდან სავაჭრო ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ლილო მოლის გენერალური დირექტორი გიორგი კავარაცხელია ესაუბრა. გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილო...

დღეს გახსნილ „თბილისი მოლს“ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს

დღეს გახსნილ  „თბილისი მოლს“ ბევრი  მომხმარებელი სტუმრობს
access_time2020-06-01 14:30:10
„დღეიდან „თბილისი მოლი“ გაიხსნა და დილის 10 საათიდან მომხმარებლების ძალიან დიდი ნაკადი შეინიშნება, ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თბილისი მოლის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა. ნატა გოგოლაძის ინფორმაციით, „თბილისი მოლმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა და არც ერთი მაღაზია არ დახურულა. „ყველაფერი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვიცავთ...

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი
access_time2020-06-01 15:30:30
„ფიტნეს დარბაზების რეგულაციებთან დაკავშირებით არის ყველაზე ნაკლები ინფორმაცია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სნეპ ფიტნესის-ის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა განაცხადა. “ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ წინასწარ მაინც მოგვცენ რეკომენდაციები რათა მოვემზადოთ. უცხოეთის მაგალითზე, შეიძლება ვისაუბროთ, დაახლოებით რა წესების დაცვა შეიძლება იყოს საჭირო. მაგალითად, ამერიკაში ზოგ შტატში უკვე გაიხსნა ფიტნეს-ცენტრები და ზოგან...

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...


მსგავსი სიახლეები

up