ქართული ლუდის ბაზარზე ახალი, მსოფლიო ბრენდები შემოდიან

ქართული ლუდის ბაზარზე ახალი, მსოფლიო ბრენდები შემოდიან

access_time2019-05-08 10:00:49



ზაფხულის სეზონს ნატახტარი“  მსოფლიო ბრენდით და ახალი სიახლეებით ხვდება. კომპანიის კორპორატიულ საკითხთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბრენდის არსებობის პერიოდში ეს უკვე მეოთხე განახლებაა. მისი თქმით, ცვლილებები  ბაზრის განვითარებით და მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით იყო გამოწვეული. 

 

ჩვენ გვჯერა, რომ  უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ვიდრე ნებისმიერ სხვა მწარმოებელს და იმპორტიორს.  შესაბამისად, ბაზრის განვითარებაზე უფრო  იმიტომ ვზრუნავთ, რომ ეს არის ჩვენი ბუნებრივი გარემო, განსხვავებით რომელიმე იმპორტიორისგან, რომელიც ერთჯერადად შემოიტანს პროდუქციას და მისთვის ფინანსური მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაზრის მდგრადი განვითარება.  გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს გაძლევს მოგებას. ჩვენ რაც ახლა შევთავაზეთ მომხმარებელს, ეს არის სრულიად ახალი კომუნიკაცია იმისათვის, რომ  ბაზარზე არსებული სტერეოტიპული შეხედულებები შეგვეცვალა და   ჩვენს ეტიკეტზე სრულად ავსახეთ მთელი წარმოების პროცესი - თუ როგორ იხარშება 100- პროცენტიანი ლუდი“, - განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

 

კიდევ ერთი სიახლე რომელიც უახლოეს დღეებში ნატახტარის მომხმარებელს ელოდება ეს ახალი ლუდია. როგორც კომერსანტს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ექსკლუზიურად განუცხადა კომპანიამ ბაზარზე ცნობილი გლობალური ბრენდის „lowenbrau“-ს წარმოების ლიცენზია მიიღო:

 

„გვაქვს ახალი ლიცენზირებული ბრენდი lowenbrau. იმისათვის, რომ ამ ტიპის ლიცენზია მიგვეღო ჩვენ მთელი, ერთწლიანი აუდიტის პროცესი გავიარეთ, ეს ეხება როგორც ტექნიკურ ნაწილს, ასევე პროცედურულს. ჩვენ ამ ლიცენზიას ვერ მივიღებდით, მსოფლიო კლასის ხარისხის კომპანია რომ არ ვყოფილიყავით. ლუდი უკვე მოხარშულია და ჩამოსხმის პროცესი მიმდინარეობს. დასაწყისში ჩვენ საქართველოს ბაზარს ავითვისებთ, შემდეგ ვგეგმავთ ლუდი ექსპერტზე სომხეთში გავიტანოთ. ამ კუთხით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. რაც შეეხება ღირებულებას, „lowenbrau“-ს ფასი იმპორტირებულზე ნაკლები იქნები“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

 

 

კომპანია ნატახტარის კორპორატიულ საკითხთა დირექტორი, კონკურენციის როლზე საუბრობს. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, ლუდის ინდუსტრია მისაბაძი მაგალითია, რადგან კომპანიებმა იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება მოახერხეს.

 

„თუ კონკურენცია არ იქნებოდა, არ იქნებოდა 4- ჯერ განახლებული ნატახტარი, ასევე საქართველოში ჩამოსხმული lowenbrau, საქართველოში დამზადებული staropramen. კონკურენციის შედეგია ის, რომ ჩვენ ვვითარდებით. ეს არის ყველაზე დიდი პოზიტივი რაც შეიძლება ბიზნესში იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ლუდის ბიზნესი უნდა აკეთოს ლუდის მწარმოებელმა და არა, მაგალითად, ბანკირებმა იმიტომ, რომ როდესაც შენ, პირობითად, საბანკო სივრცის ინვესტორი ხარ, შენ ციფრებს უყურებ და არა გრძელვადიან პერსპექტივას.  ჩვენ იმპორტირებული პროდუქცია ბოლო 14 წლის განმავლობაში ჩავანაცვლეთ ადგილობრივი პროდუქციით, მათ შორის ლიცენზირებული პროდუქციითაც. იმპორტი გადავაქციეთ ადგილობრივ წარმოებად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ლუდის ინდუსტრიამ ეს გააკეთა  ერთ დროს რაღაც ბრენდების იმპორტიორები უკვე მწარმოებლები გახდნენ“, - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

 

 

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ წარმოება წინა წელთან შედარებით შემცირებულია. 

 

„ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმოებაში ჩვენ გვქონდა ზრდა, ზრდამ 2014 წელს პიკს მიაღწია. 2014 წლიდან ბევრი ფაქტორის გამო არის კლება, თუმცა ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი დავაკომპენსიროთ ღირებულებით, ანუ უფრო მეტად პრემიუმ სეგმენტი გავხადოთ ლუდის ინდუსტრია. აქედან გამომდინარე, ასეთ სიტუაციაში გადარჩება ის, ვინც გრძელვადიანად უყურებს ამ ბიზნეს. ჩვენი შეფასებით  კლების მიზეზი იყო აქციზის მატება, ასევე ლარის დევალვაცია, პლუს, ამ ყველაფერს დაემატა ზაფხულში წვიმიანი ამინდები. თუმცა, ეს ყველაფერი  ტურისტების მზარდმა ნაკადმა დააკომპენსირა. 2018 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 5- პროცენტიანი კლებაა“, - განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


 

 

წინა წლებში წარმოების შემცირების მიუხედავად, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს პოზიტიური მოლოდინი აქვს. იგი ლუდის ექსპორტოზე საუბრობს:

 

 

ექსპორტი იზრდება, თუმცა არა ალკოჰოლურ სასმელებში, არამედ იზრდება ე.წ. გაზიან გამაგრილებელ სასმელებში. აქ 30- პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რაც დაახლოებით 20 მლნ ლიტრზე მეტია და ეს ტრენდი მზარდია. პროდუქცია გაგვაქვს ძირითადად ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ლუდის ექსპორტი, როგორც წესი, ძალიან მცირეა. ლუდის ექსპორტი, რომ განახორციელო პრემიუმ სეგმენტი უნდა იყო. საქართველოს პრემიუმ სეგმენტის ადგილობრივი წარმოება არ აქვს, ეს არის წლების საქმე. ლუდის წარმოება 100 წლის წინ რომ დაგვეწყო, “ნატახტარი“ დღეს პრემიუმ კატეგორიაში იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმოება 14 წლის წინ დავიწყეთ. მაგალითად, თურქეთმა efes – ის წარმოება 60 წლის წინ დაიწყო და დღეს ევროპაში efes არის პრემიუმ სეგმენტის ლუდი. როდესაც ლუდის ექსპორტზეა საუბარი არამარტო ბრენდი არამედ ისტორია უნდა შექმნა,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

 

 

სეზონს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება კიდევ ერთი ლუდის მწარმოებელი კომპანია. „Guinness“-ის ლუდს, რომელიც ირლანდიაში ლეგენდად და წმინდა პატრიკის დღის სიმბოლოდ არის ქცეული,  „ქართული ლუდის კომპანია“სასმელს საქართველოში ჩამოასხამს. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა შალვა ჩოჩელმა კომერსანტს განუცხადა  „ქართული ლუდის კომპანია“ მსოფლიოში ცნობილი ირლანდიური ლუდის გინესის ერთ-ერთი ბრენდის მწარმოებლები გახდა და  გაყიდვა შეეძლება, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე  რეგიონში. მისი თქმით, ლუდი დახლებზე ივნისისში გამოჩნდება. 0.5 ლიტრი ლუდის ღირებულება კი 5 ლარი იქნება.

 

 

„დავიწყეთ თანამშრომლობა საერთაშორისო კომპანია „Diageo“ -თან, რომელიც პრემიუმ კლასის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელია.  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუდის ბრენდი, რომელსაც Diageo  აწარმოებს  არის Guinness-ი. მათთან  ჩვენ Guinness- ის ერთ-ერთი ბრენდის წარმოება დავიწყეთ,“ - განაცხადა შალვა ჩოჩელმა.

 

 

შალვა ჩოჩელი აცხადებს, რომ კომპანია „Diageo“ -თან პარტნიორობით „ქართულმა ლუდის კომპანიამ“  საქართველოსთვის ლუდი „ჰარდი“-ს წარმოება დაიწყო. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი 2019 წელს იგივე რაოდენობის ლუდის მოხმარებას ელოდება რა რაოდენობაც 2018 წელს იყო. ჩოჩელი „კომერსანტთან“ ლუდის ბაზარზე არსებულ სიტუაციას აფასებს:

 

 

„ლუდის ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ამ ეტაპზე სამი დიდი ლუდსახარში ოპერირებს, ლუდის ბაზარს ასევე ბევრი წვრილი კრაფტ ლუდი ავითარებს, თუმცა ამ კონკურენციის ფონზე ხშირია დემპინგის შემთხვევები, როდესაც ლუდის კომპანიები თვითღირებულებაზე დაბალ ფასში ყიდიან პროდუქციას,“- განაცხადა შალვა ჩოჩელმა.

 

 

კითხვაზე უნდა დაინტერესდეს თუ არა კონკურენციის სააგენტო ლუდის ბაზრით „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი გვპასუხობს:

 

 

„კონკურენციის სააგენტომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა არის შესასწავლი და რა არა, ჩენ ვაწარმოებთ ხარისხიან პროდუქციას, რასაც მომხმარებელი კარგად ხედავს. ვიღაც თუ პროდუქტს ღირებულებაზე ნაკლებად ყიდის, ამით თვითონ ბრენდი ზიანდება და არა კონკურენტები“ ,- განმარტავს შალვა ჩოჩელი.

 

 

შალვა ჩოჩელი „კოემრსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ლუდის კომპანიის“ ექსპორტის კუთხით ყოველწლიურად ვითარდება. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი იმ ხელის შემშლელ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას რომელიც ბიზნესს პროდუქტის ქვეყნიდან გატანის დროს ექმნება.

 

 

ჩვენი წარმოების დაახლოებით 15 პროცენტი ექსპორტზე გაგვაქვს და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია. ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი არის ის, რომ ტრანსპორტირება ძვირი ჯდება და, შესაბამისად, პროდუქცია, სადაც არ უნდა გავიდეს ყოველთვის მაღალ საფასო სეგმენტში უწევს კონკურენცია. მაგალითად, სომხეთში და აზერბაიჯანში - საქართველოდან გასული ლუდი კონკურენციაშია მსოფლიო საერთაშირისო ბრენდების ლუდებთან  და, ხშირ შემთხვევაში, მათზე ძვირიც ღირს. აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ ქვეყნებში ქართული ლუდის მიმართ მოთხოვნა იზრდება და მათი დამოკიდებულება ქართული პროდუქციის მიმართ დადებითია“, -განაცხადა შალვა ჩოჩელმა.



ბაჩო ადამია





ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...


მსგავსი სიახლეები

up