ლუდის ინდუსტრიიდან მედიაში გაშუქებული სიახლეების მიხედვით სს

ლუდის ინდუსტრიიდან მედიაში გაშუქებული სიახლეების მიხედვით სს "ქართული ლუდის კომპანია" ლიდერობს

access_time2020-08-20 11:00:29

ლუდის ინდუსტრიიდან მედიაში გაშუქებული სიახლეების მიხედვით კვლავინდებურად სს "ქართული ლუდის კომპანია" ლიდერობს. COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც კი კომპანიას მომხმარებელზე ზრუნვა არ შეუწყვეტია და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე ლუდი "აია" დააბრუნა.


“აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის“ ლუდის ბაზრის მედია სტატისტიკის მიხედვით, ლუდის ინდუსტრიის მედია აქტივობების 52% "ქართული ლუდის კომპანიაზე“ მოდის, მისი მედია აქტივობის წილი 33% იყო 2019 წელს.

როგორც “აიფიემში" განმარტავენ, ტრადიციულად, ზაფხულში ლუდის ინდუსტრია სიახლეებით მრავალფეროვანია და ეს მედიასაშუალებებშიც თვალსაჩინოა.


"ლუდის ბაზრის 2020 წლის სიახლეებიდან, აღსანიშნავია ის, რომ ლუდი „აია“, რომელიც ლუდის პირველი ბრენდია, დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. დღეს "აიას" ბრენდის მფლობელი სს "ქართული ლუდის კომპანიაა". კომპანიის ქოლგის ქვეშ, ბევრი ცნობილი ლუდის ბრენდია და ამიერიდან მათ ჩამონათვალს "აიაც" დაემატა", აცხადებენ "აიფიემში".

საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ბოლო წლებში ინდუსტრიაში მედია აქტივობის რეიტინგის ლიდერი არ იცვლება.



წლის მეორე კვარტლიდან ლუდის სეზონის განმავლობაში, ინდუსტრიას, მედია აქტივობის თვალსაზრისით, სათავეში უდგას „ქართული ლუდის კომპანია“.


"ის, რომ მედია გაშუქების მხრივ ლიდერები ვართ ამას ჩვენი 24 საათიანი მუშაობა განაპირობებს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დროსაც კი კომპანიას და მის მენეჯმენტს სიახლეებზე მუშაობა არ შეუჩერებია. სწორედ ამის შედეგია ის, რომ "ქართული ლუდის კომპანია" მედია აქტივობების ლიდერია. ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ კარანტინი და შეზღუდვები ადრე თუ გვიან დასრულდებოდა და ჩვენ ლოიალური მომხმარებელს ვერ გავაწბილებდით, რომელიც ჩვენგან სიახლეებს მუდმივად ელის. COVID-19-ის პირობებში როდესაც მსოფლიოში ლუდის ბაზარი მცირდება, ჩვენ მაინც შევეცადეთ სიახლეები შეგვექმნა და ეს წარმატებით  განვახორციელეთ", - აცხადებს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის  უფროსი   ხათუნა მიქაცაძე


როგორც „აიფიემში“ განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ტენდენცია არ იცვლება ლიდერ კომპანიებს შორის, ზოგადი მახასიათებელი, რაც პანდემიამ გამოიწვია, ამ კომპანიების მედია აქტივობის, 2-3-ჯერ შემცირებაა. გარდა ამისა, გაცილებით მწირია ლუდის ბრენდების ჩამონათვალი, ლუდის ინდუსტრიაში მოთამაშე კომპანიების მედია აქტივობებს შორის. ორი ლიდერი კომპანიის სენტიმენტალური პროფილი, პოზიტიური გამოვლინებების პროცენტულ წილზე მიუთითებს. ნეგატიური გამოვლინება კომპანიების შემთხვევაში არ ფიქსირდება.


კვლევა აჩვენებს, რომ "ქართული ლუდის კომპანიის" პოზიტიური მაჩვენებელი 84%-ია და ის ამ მიმართულებითაც კი აბსოლიტური ლიდერია. თავის მხრივ კი სეზონის პოზიტივი ეხება მთავრობის, ინფექციონისტების ვიზიტებს კომპანიის საწარმოში. მედიის ცნობით, საწარმომ ინფექციონისტების მადლობაც კი დაიმსახურა, იმ უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტებისათვის, რომელსაც კომპანია იცავს.


(r)


თეგები:
ლუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up