ლუდის ინდუსტრიამ ახალი პრემიერისგან აქციზის გადახედვის დაპირება მიიღო

ლუდის ინდუსტრიამ ახალი პრემიერისგან აქციზის გადახედვის დაპირება მიიღო

person access_time2016-02-15 10:10:37

ლუდის ბიზნესმა მისი ერთერთი მთავარი მოთხოვნის შესრულებას მიაღწია – ხელისუფლებისადმი რამდენიმეთვიანი მიმართვის შემდეგ, პირადად ახალი პრემიერის გადაწყვეტილებით, აქციზის გადასახადი, სავარაუდოდ, გადაიხედება.


ინდუსტრიის წარმომადგენლების ინფორმაციით, შესაბამისი დავალება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს მისცა.

 

კომპანია „ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ სექტორის წარმომადგენლებს აქციზის გადასახადის გადახედვის საკუთარი ვარიანტი აქვთ.


მისი თქმით, კომპრომისული ვარიანტია, რომ ყოველ ლიტრ სტანდარტულ, დაბალალკოჰოლურ ლუდზე აქციზის გადასახადი 10 თეთრით, 50 თეთრამდე შემცირდეს. ხოლო არასტანდარტულ, მაღალალკოჰოლურ ლუდზე, რომელსაც ბაზრის მცირე ნაწილი უკავია, გადასახადი 80 თეთრამდე გაიზარდოს.


მისი თქმით, ეს სექტორს საშუალებას მისცემს, რომ ის უარყოფითი შედეგები, რაც გასული წლის მარტიდან აქციზის ზრდამ გამოიწვია, გამოსწორდეს. ხუნძაკიშვილის თქმით, 2015 წლის მარტი-დეკემბრის მონაკვეთში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაზარი 17%-ით შემცირდა. სექტორის წარმომადგენლებს აქციზის შემცირებით სურთ, რომ დაკარგული ბაზარი დაიბრუნონ.


„ჩვენ ვითხოვთ აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზებას ასოცირების ხელშეკრულებასთან. უახლოეს პერიოდში და არა 2017 წლიდან. აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზება გვთხოვს, რომ გრადუსის მიხედვით განვსაზღვროთ აქციზი, ანუ დაბალალკოჰოლურმა ნაკლები უნდა გადაიხადოს და მაღალალკოჰოლურმა მეტი",- აღნიშნავს ხუნძაკიშვილი.


მისივე თქმით, 1 მარტამდე ცვლილებები ვერ მოესწრება და სექტორის ინიციატივაა, რომ აქციზის გადასახადი აპრილიდან შემცირდეს ისე, რომ ახალი სეზონს დაბალი განაკვეთით შეხვდნენ.

 

კომპანია „კასტელის" დამფუძნებელ თემურ ჭყონიას ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პრემიერის, ასევე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან დადებითი მოლოდინები აქვს.


„ვფიქრობ, რომ ჩვენი პრემიერმინისტრი, რომლის დიდი იმედი აქვს ბიზნესს და საზოგადოებას, ტყუილ დავალებებს არ გასცემს. ეს იქნება დაანაგრიშებული და შეიძლება დადებითი შედეგი მივიღოთ. ეკონომიკის სამინისტრო ამაზე მუშაობს დაახლოებით ერთი კვირაა და ძალიან მალე მოხდება ეს ცვლილება, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ეკონომიკის მინისტრიც სწორად აზროვნებს და შედეგზეა ორიენტირებული. ეკონომიკის მინისტრი დიდ ყურადღებას უთმობს ბიზნესის აზრს",- აცხადებს თემურ ჭყონია.

 

საგადასახადო კოდექსის ცვლილებებით, 2015 წლის 1 მარტიდან აქციზი ალაოს ლუდზე  40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა (1 ლიტრზე). ალაოს ლუდთან ერთად აქციზის განაკვეთები ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზეც  გაიზარდა. მწარმოებლები აცხადებენ, რომ აქციზის ზრდამ ბაზრის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ლუდზე აქციზის გადასახადი საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის 17 ქვეყანაში.

 

 





იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up