ლუდის ინდუსტრია ახალი სეზონისთვის აქციზის გადახედვას ელოდება

ლუდის ინდუსტრია ახალი სეზონისთვის აქციზის გადახედვას ელოდება

person access_time2016-03-31 09:05:10

ლუდის აქციზის გადახედვის საკითხი, შესაძლოა, მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ განიხილოს. გავა თუ არა საბჭოზე საკითხი, მომავალი კვირის დასაწყისში გადაწყდება.


როგორც „კომერსანტს“ „ნატახტარის“ კორპორატიულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა მოამზადა წინადადება და ის არგუმენტაცია, რასაც სექტორი მთავრობას სთავაზობს.


კერძოდ, ინდუსტრიის შეთავაზებაა, რომ აქციზის გადასახადის სტრუქტურა შეიცვალოს და გადასახადი გრადუსის მიხედვით განისაზღვროს და არა ლიტრაჟობით. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, მათი შეთავაზებაა, რომ 1 გრადუსზე აქციზის გადასახადი 10 თეთრი იყოს, შედეგად სტანდარტულ, დაბალალკოჰოლურ ლუდზე აქციზის გადასახადი 50 თეთრით განისაზღვრება, რაც 10 თეთრით ნაკლებია დღეს არსებულ ტარიფზე.


ამით ყველა მოიგებს, მოიგებს ინდუსტრია, რადგან მეტი ქეში გაუჩნდება და ფასების დაწევისკენ შეიძლება იფიქროს. მომხმარებელი მოიგებს, რადგანაც კონკურენციის გამო ზედმეტი დატვირთვა აღარ ექნება ფასებს და დაიწევს ისიც. ბიუჯეტს ვპირდებით, რომ შევა იგივე თანხა, რაც 2015 წელს მოკრიბეს. რადგანაც ბაზრის მოცულობა გაიზრდება“,- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.



რაც შეეხება მოლოდინებს, „ნატახტარის“ კორპორატიული დირექტორი ამბობს, რომ უფრო მეტად დადებითად არიან განწყობილები, ვიდრე უარყოფითად.

 

„ბიზნესის დნმ-ში დევს, რომ დადებითისკენ უნდა იყოს მიდრეკილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება ბიზნესი. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. შანსები 50-50% არ არის, უფრო მეტი გვაქვს შანსი“,- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


ლუდის აქციზის გადახედვის დავალება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ეკონომიკის სამინისტროს გასულ თვეში მისცა. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა ინდსუტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

 

საგადასახადო კოდექსის ცვლილებებით, 2015 წლის 1 მარტიდან აქციზი ალაოს ლუდზე  40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა (1 ლიტრზე). ალაოს ლუდთან ერთად აქციზის განაკვეთები ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზეც  გაიზარდა. მწარმოებლები აცხადებენ, რომ აქციზის ზრდამ ბაზრის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ლუდზე აქციზის გადასახადი საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის 17 ქვეყანაში.




„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up