„ლუდის ბიზნესი ფასების შენარჩუნების ექსპორტის ხარჯზე ახერხებს“ - „ნატახტარი“

„ლუდის ბიზნესი ფასების შენარჩუნების ექსპორტის ხარჯზე ახერხებს“ - „ნატახტარი“

access_time2021-04-02 12:30:56

„ეროვნული ბანკის ინტერვენციები არ არის გრძელვადიანი გამოსავალი, საჭიროა ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმა“, - ამის შესახებ კომერსანტს „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ლუდის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რადგან სექტორი ალკოჰოლური სასმლის წარმოებისთვის ნედლეულს უცხოურ ვალუტაში ყიდულობს. იგი განმარტავს, რომ ქვეყანაში ტურიზმი პრაქტიკულად განულებულია ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უკიდურესად შემცირებული, მისი თქმით, ეს ყველაფერი სადღაც უნდა დაკომპენსირებულიყო და კომპენსირდება ვალუტის გაცვლითი კურსის ხარჯზე.

 

„ლარის გაუფასურება არა მარტო ჩვენ კომპანიაზე, არამედ ინდუსტრიაზე და ეკონომიკაზე აისახება. ჩვენ ნედლეულის დიდი ნაწილს და შესაფუთ მასალებს უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ ასევე, მსხვილი კომპანიებს ბუნებრივი აირის პირდაპირი შესყიდვა აქვთ, რომელის ფასიც დოლარში დაფიქსირებული. ეს ყველაფერი ჯამში პროდუქციის თვითღირებულებაზე ახდენს გავლენას. მიმდინარე პროცესები ფასზე რა გავლენას მოახდენს ჯერ თქმა ძნელია, ხშირ შემთხვევაში კომპანიები ფასის ზრდას ერიდებიან ცდილობენ შიდა რეზერვების საშუალებით ფასი დაარეგულირონ, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე იქნება, თუმცა ზოგადად პროდუქციის ფასი მოიმატებს.

 

ფასის ზრდა მსხვილი კომპანიებისთვის კომპლექსური თემაა. ლუდის ინდუსტრიაში ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები, შესაბამისად იმპორტის შედეგად დოლარი შემოდის და უფრო დიდ კომპანიებს გვიადვილდება ბალანსის გაკეთება. იმპორტის საშუალებით უფრო მეტი თანხა შემოგვდის რომლითაც აკომპენსირებ აქ დანაკარგს. რისკების შეფასების თვალსაზრისით, ამ ტიპის რისკები ყოველთვის გათვლილი გვაქვს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების როლი, ექსპორტის წახალისების თვალსაზრისით“, - განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


 

ლუდის მწარმოებელი ყველაზე მსხვილ კომპანიის კორპორატიულ საქმეთა დირექტორი აცხადებს, რომ მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობა შემცირებულია, შესაბამისად მისი თქმით, ლუდის ბაზარზე ეკონომ სეგმენტზე გადასვლის ტენდენცია შეინიშნება.

 

„Corona, franziskaner, Miller, Beck's, stella artois, leffe, hoegaarden- ეს ის ბრენდებია რომელიც ჩვენს მიერაა იმპორტირებული და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. ამ შემთხვევაში 2 %-იანი ფასის ცვლილება არ მგონია მომხმარებელზე უარყოფითად აისახოს. რეალურად, რომ ვთქვათ იმპორტი არაა ბაზრის დიდი წილი, თუმცა იმ ეკონომ სეგმენტზე რომელზეც დღეს მოთხოვნაა დიდი ნედლეულის გაძვირება გავლენას მოახდენს. მომხმარებლის მსყიდველთუნარიანობა შემცირებულია, შესაბამისად არის მეინსტრიმიდან ეკონომ სეგმენტზე გადასვლის ტენდენცია. სუპერ პრემიუმს და პრემიუმს თავის მომხმარებელი დარჩა, ვსაუბრობ მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე. ხოლო სარესტონო ბიზნესის გაჩერებამ, ინდუსტრიის სეროზული დარტყმა მიაყენა არა მარტო ლუდის, არამედ ლიმონათის მიმართულებითაც, რადგან ლიმონათიც ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენს პორტფელში“, - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up