ლუდის ბაზრის ყველაზე დიდი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი  მსყიდველუნარიანობაა

ლუდის ბაზრის ყველაზე დიდი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობაა

access_time2020-03-06 12:30:48

ქართული ლუდის წარმოება ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოველდღიურად წინ მიიწევს და ვითარდება.ინდუსტრიამ მოახერხა ის, რომ იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლა.თუმცა, 2014 წელი ბიზნესისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა- აქციზის მატებამ და ლარის დევალვაციამ მწარმოებლებს პრობლემები შეუქმნა. დღესდღეობით, ქართულ ბაზარზე 20-მდე მცირე და დიდი ქარხანა არსებობს.  შემოსავლების სამსახურის მონაცემებით საქართველოში კომპანიებმა 2014 წელს 88 663 269 ლიტრი ადგილობრივი ლუდი აწარმოეს, 2015 წელი ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და 76 566 599 ლიტრი შეადგინა. ბაზარმა შემცირების ტრენდი  2016 წელსაც შეინარჩუნა და 70 025 076 ლიტრი იყო, 2017 წელს 71 861 387 ლიტრი ლუდი აწარმოეს 2018- ში 69 763 378 ხოლო 2019 წელს ლუდის ინდუსტრიას ზრდა ჰქონდა და ადგილობრივი ლუდის წარმოებამ 73 453 937 ლიტრს მიაღწია.

 

„კომერსანტი“ დაინტერსდა როგორ აფასებენ გასულ წელს და რას მიიჩნევს ქართული ლუდის მწარმოებლები ბაზრის ყველაზე დიდი გამოწვევად.

 

სააქციო საზოგადოება „ლომისის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ 2015 წლის შემდეგ ეს იყო პირველი წელი, როდესაც „ნატახტარმა“ წელი ზრდით დაასრულა.აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს კომპანიამ ბაზარზე ცნობილი გლობალური ბრენდის „lowenbrau“-ს წარმოების ლიცენზია მიიღო. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სექტორის ყველაზე დიდი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობაა.

 

„ლუდის ბაზარი ისევე, როგორც დიდი ინდუსტრიები განხილულია იმ კონტექსტში თუ რა ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, შესაბამისად, როგორც წესი ეკონომიკის ზრდას მიუყვება, თუმცა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც უნდა ჩაიშალოს. რა იწვევს ამ ეკონომიკურ ზრდას? ჩვენ შემთხვევაში ინფრასტრუქტურული პროექტები. ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ზოგადად ინდუსტრიების განვითარების, აქედან გამომდინარე მსყიდველობითუნარიანობა მნიშვნელოვანი კომპონენტია. დანარჩენი ყველაფერი დინამიურად ვითარდება“, განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.


 

2019 წელს მომხმარებელს მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა“Global Beer Georgia”-მ. წლის დასაწყისი კომპანიამ ქართული ლუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი „ყაზბეგი“, შეიძინა. აღსანიშნავია ისიც, რომ  ბაზარზე ჩაუშვეს ბრენდი „კაიაკი“ და  ლუდი „ამსტელის“ ლიცენზირებული წარმოება დაიწყეს. როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს აღნიშნული სიახლეების შედეგად, კომპანიის გაყიდული ლიტრების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათი თქმით, წინა წელთან მიმართებაში  ჯამური ბაზრის წილი თითქმის გაორმაგდა. „Global Beer Georgia“ მედიაჰოლდინგთან  ქართული ლუდის ბაზრის გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

 

„ქართული ლუდის ბაზრის ერთ-ერთი ძირითადი სახასიათო ნიშანია მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ, ბოლო პერიოდში შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია, რაც გამოწვეულია ლუდის მოხმარების კულტურის განვითარებით. გეტყვით, რომ 2020 წელს მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება საექსპორტო მიმართულებით. ვგეგმავთ როგორც არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებას, ასევე ახალი, ბიზნესისთვის საინტერესო ბაზრების ათვისებას. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, “Global Beer Georgia” აქაც ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს, რომელთა შესახებ ინფორმაცია სულ მალე გახდება ცნობილი“, აცხადებენ კომპანიაში. 

 

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up