ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა, ვიდრე 2014 წელს იყო

ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა, ვიდრე 2014 წელს იყო

access_time2019-01-18 20:50:33

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა, ვიდრე 2014 წელს იყო. ბიზნესი ამბობდა, რომ ბაზრის შემცირება 2015 წელს აქციზური მარკის 50%-ით მატებამ გამოიწვია. 2014 წელს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ლუდის შემთხვევაში ჯამურად გაცემული აქციზური მარკების რაოდენობამ 86,870,106 შეადგინა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 71,974,935-მდე შემცირდა.


ლუდის ბაზრის შემცირება 2016 წელსაც გაგრძელდა. წლის განმავლობაში კომპანიებზე ჯამურად 63,573,652 აქციზური მარკა გაიცა.


2017 წელს კი ლუდის აქციზის დათვლის წესი შეიცვალა. თუ მანამდე ლუდის აქციზი მის მოცულობაზე იყო მიბმული და ლიტრზე 60 თეთრს შეადგენდა, განახლებული აქციზით კი ლუდში ალკოჰოლის შემცველობა დაიბეგრა. ლიტრ ლუდში 1% ალკოჰოლი 12 თეთრიანი აქციზით იბეგრება, რაც დაბალალკოჰოლური ლუდების გაყიდვებზე დადებითად აისახა.


2017 წელს კომპანიებმა გაზარდეს როგორც ადგილობრივი ლუდის წარმოება, ისე გაიზარდა ქვეყანაში იმპორტიც. ჯამში ადგილობრივ და იმპორტულ ლუდზე 74,720,118 აქციზური მარკა გაიცა.



2017 წელთან შედარებით გასული წელი ლუდის ბაზრისთვის კვლავ კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2018 წელს შემოსავლების სამსახურმა კომპანიებზე ჯამში 68,706,385 აქციზური მარკა გასცა.


თუ შემოსავლების სამსახურისთვის ბაზრის შეფასების კრიტერიუმი გაცემული აქციზური მარკების რაოდენობაა, ბიზნესის შეფასების მეთოდოლოგია რეალიზებული პროდუქციის მაჩვენებლებს ეყრდნობა.


კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საკითხთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განმარტებით, გასულ წელს ლუდის ბაზარი 3-5%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც ლარის დევალვაციიდან გამომდინარე მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება და ლუდის სეზონზე არახელსაყრელი ამინდები გახდა. მისი თქმით, კომპანიებმა გასული წელი ძირითადად ქვეყანაში გაზრდილი ტურისტული ნაკადების ხარჯზე დააკომპენსირეს.


ხუნძაკიშვილის თქმით, ინდუსტრია მარტის ბოლოდან 2019 წლის სეზონისთვის ემზადება.


bm.ge



თეგები:
ლუდი



ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up