ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

access_time2020-02-29 14:30:25

ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია.


ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური ვირუსული ისტერია ლუდ Corona-ს გაყიდვებსაც დაეტყო. კომპანია AB InBev-მა, რომელიც ლუდ “კორონას” ამზადებს, განაცხადა, რომ ჩინეთის ბაზარზე $170 მლნ დოლარიანი ზარალი ნახა. Budweiser-ის, Corona-სა და Stella Artois-ის შემქმნელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ვირუსის გამო ჩინეთში მათ ლუდზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა. ეს შედეგი, განსაკუთრებით, ჩინური ახალი წლის პერიოდის დროს გამოჩნდა. AB InBev-ის თქმით, კორონავირუსის გამო, კომპანია, სავარაუდოდ, მოგებას 10%-მდე იზარალებს, წლის პირველ კვარტალში.


CNN-ის ცნობით, 5W Public Relations-ის გამოკითხვა, რომელშიც ლუდის 737 მოყვარული მონაწილეობდა, გვიჩვენებს შემდეგს: ამერიკელთა 38% ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყიდდა ლუდ “კორონას”, სხვა 16% კი, აღნიშნავს, რომ ლუდ “კორონას” საჯარო შეკრების ადგილებში არ შეუკვეთავდა.


ანალიტიკურმა კომპანიამ YouGov, რომელიც ამერიკელი მოქალაქეების მოსაზრებას იკვლევს, განაცხადა, რომ 2020 წლიდან, ლუდ კორონას შესახებ, დადებითი მოსაზრებების მაჩვენებელი 75-დან 51-ზე ჩამოვიდა.



ამ ყველაფრის ფონზე, ჩნდება კითხვა, რას მოიმოქმედებს ბრენდი?


როგორც CNN Business იუწყება, “კორონა” არ აპირებს მის სარეკლამო ტაქტიკაში ცვლილების შეტანას, ვირუსთან სახელდებითი თანხვედრის მიუხედავად. Constellation-ის თქმით, უნდა გავიაზროთ, რომ ვირუსსა და ლუდის ბრენდს არაფერი აქვთ საერთო. მეტიც, “კორონამ” სიახლეების შესახებ დააანონსა და მისი წარმომადგენლის, მეგი ბოუმანის თქმით, ბრენდი მიჰყვება იმ საკომუნიკაციო სტრატეგიას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონდა: “ჩვენ თანავუგრძნობთ მათ, ვისაც ეს ვირუსი შეეხო. სიტუაციაზე დაკვირვებას განვაგრძობთ და ვცდილობთ დავრწმუნდეთ, ჩვენს მომხმარებლებს ესმით, რომ ჩვენს ლუდსა და ვირუსს შორის არაფერია საერთო.


კომპანია Constellation-მა, რომლის შემადგენლობაშიც შედის Corona Extra, Modelo Especial და Svedka Vodka, აცხადებს, რომ გასულ თვეში $40 მლნ-ზე მეტის დახარჯვას აპირებდა მარკეტინგის მიმართულებით, რაც ოთხი ახალი არომატის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. ჯერ უცნობია, ამ ბიუჯეტს ნამდვილად დახარჯავენ თუ არა კომუნიაციაზე, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა კორონავირუსის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, კომპანიის აქციების ფასი 6%-ით შეამცირა. ასეა თუ ისე, Twitter-ზე ლუდ Corona Hard Seltzer-ის ტიზერი მაინც გამოჩნდა, რასაც სოციალურ მედიაში უარყოფითი გამოხმაურება მოყვა.


მაინც, როგორ უნდა მოიქცეს ბრენდი? განაგრძოს ვირუსის დაიგნორება და ძველებურად შეუდგეს რეკლამირებას თუ ღიად უნდა ისაუბროს, რომ “კორონა” და კორონავირუსი სრულიად სხვადასხვა რამაა ან ანტიკრიზისულ კომუნიკაციას მიმართოს? დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.


წყარო: marketer.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up