Lucky Flights - ახალგაზრდების მიერ შექმნილი ქართული საძიებო სისტემა, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ

Lucky Flights - ახალგაზრდების მიერ შექმნილი ქართული საძიებო სისტემა, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ

access_time2018-04-28 10:00:24

Lucky Flights, ეს არის ქართული საძიებო სისტემა , რომლის საშუალებითაც მომხმარებელი მარტივად მოძებნის სასურველ ავიაბილეთსა და სასტუმროს. უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ დაფუძნებული კომპანია ბაზარზე უკვე 9 თვეა რაც ოპერირებს.  კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის სწრაფი, იაფი და მარტივი სერვისის  მიწოდებაა.         

როგორც Lucky Flights-ის თანადამფუძნებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი დავით ლიკლიკაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ზოგადად ბილეთების გადამყიდველი კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არაერთია, თუმცა Lucky Flights-ს საკუთარი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.


კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენთვის დამახასიათებელი უპირატესობები და ბაზარზე სწორედ ამ სიცარიელეს ვავსებთ. ვგულისხმობ იმას რომ აქამდე, საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა სადა, მარტივი და მომხმარებელზე მორგებული ვებ-საიტი. თანაც ჩვენ ვცდილობთ, ბილეთები და სასტუმროები იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის“,- აღნიშნავს დავით ლიკლიკაძე.


მისივე თქმით, მსგავსი ბიზნესი მთელ მსოფლიოში საკმაოდ წარმატებული მოდელია, რადგან პროცედურა მეტად მარტივია და მომხმარებელიც ყოველგვარი შუამავლის გარეშე გეგმავს ყველაფერს.


„რაც შეეხება მოთხოვნას, მსგავსი საძიებო სისტემა ზოგადად ძალიან პოპულარულია. მიზეზი მარტივია - მომხმარებელს ურჩევნია უშუალოდ სერვისის პროვაიდერს დაუკავშირდეს და აირიდოს შუამავალი. საშუალო სტატისტიკურად კი მსგავს ვებ-გვერდებს წლიურად 70-80 მილიონი ადამიანი სტუმრობს. როგორც ხედავთ ციფრებიც მეტყველებს, რამდენად მოთხოვნადი სერვისია. ასევე აღვნიშნავ, რომ მომხმარებლის 40 % მუდმივი კლიანეტია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სერვისით კმაყოფილები არიან. მომგებიანობის თვალსაზრისით კი  ავიაკომპანიები და სასტუმროები ყოველი გადახდილი ჯავშნიდან საკომისიოს გვიხდიან  “,- განმარტავს ლიკლიკაძე.


 

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნებია ყველაზე პოპულარული ადგილობრივი  მცხოვრებისთვის, როგორც Lucky Flights-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს,  საქართველოს შემთხვევაში მოთხოვნადი ცენტრალური ევროპის ქვეყნებია.


მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარული ცენტრალური ევროპის ქვეყნებია. მითუმეტეს ახლა კომპანია Wizzair-მა ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით რეისები მოუხშირა და ახალი მიმართულებებიც დაამატა. ამ რეისებზე ავაიბილეთის ფასები კი ძალიან დაბალია, აღნიშნული კი ადგილობრივი მოგზაურების მომარტიანობაზე პირდაპირ აისახება“,- აღნიშნავს ლიკლიკაძე.


რაც შეეხება სამომავლო გეგემებს, კომპანია Lucky Flights-ს უახლოეს მომავალში მობილური აპლიკაციების დამატებასაც აპირებს, რაც სერსვისზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო მარტივს გახდის.

 

უახლოეს მომავალში ვაპირებთ IOS და Android აპლიკაციების გაკეთებას. სმარტფონების და პლანშეტების ინდუსტრია ბოლო 10 წელია სინათლის სისწრაფით იზრდება და ვითარდება, შესაბამისად გვსურს მათ მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი მივაწოდოთ. ზოგადად 9 თვის განმავლობაში უკვე დავიმსახურეთ მომხმარებლის ნდობა, რაც გვაძლევს სტიმულს. ამასთან ვართ მეგობრები და მსგავსი ბიზნესის წამოწყება ჩვენთვის დიდი გამოწვევაცაა და გამოცდიელბას. ამიტომ ყველა ახალგზარდას ვურჩევთ, საკუთარი ოცნება თუ მცირე იდეაც კი რეალობად აქციოს. ეს მათი განვითარების გარანტორია“,- განამრატვს დავით ლიკლიკაძე.  

 

 ავტორი: სალომე ლემონჯავა





„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე

„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე
access_time2020-11-24 11:00:08
„სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მართვა არ ვიცით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მე ვეძახი საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამას, იყო სრული პროფანაცია. რომელმაც მოიტანა უხარისხო სამედიცინო სერვისი. არავინ ფიქრობდა რისკებზე, არ ხდება დღეს პოსტ დიპლომური განათლების მიღება და კრიზისული მომენტების მართვა. ჩვენი მედიცინა უკან მიდიოდა და ხარისხზე არავინ ფიქრობდა. წინა მინისტრმაც თქვა, რა დროს ხარისხია, ხალხს სერვისი უნდა მივაწოდოთო, — ამის შესახებ „კომერსანტთან“...

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...


მსგავსი სიახლეები

up