ლოურენს მერედიტი - საქართველოს პასუხი კრიზისზე იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, რაც კი გვინახავს მსოფლიოში

ლოურენს მერედიტი - საქართველოს პასუხი კრიზისზე იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, რაც კი გვინახავს მსოფლიოში

access_time2020-05-19 21:45:57

„კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, შესაძლოა, ჩვენ პირველები არ ვიყავით ადგილზე, როდესაც დახმარება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ პარტნიორობაში უმთავრესი არის მდგრადობა და არა პირველობა, – ამის შესახებ ევროკომისიაში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა, ლოურენს მერედიტმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც ლოურენს მერედიტმა აღნიშნა, საქართველომ წარმატებით გაართვა თავი „კოვიდ-19“-ის კრიზისს. ამასთან, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორია.

 


„პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივულოცოთ საქართველოს, რომ „კოვიდ-19“-ის კრიზისს კარგად გაართვა თავი. საქართველოს პასუხი კრიზისზე იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პასუხი, რაც კი გვინახავს მსოფლიოში. მათ ძალიან მალე დახურეს საზღვრები, ძალიან ეფექტური კარანტინი ჰქონდათ და იყო გარდაცვალების ძალიან ცოტა შემთხვევა. რაც შეეხება ევროკავშირის დახმარებას „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, შესაძლოა, ჩვენ პირველები არ ვიყავით ადგილზე, როდესაც დახმარება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ პარტნიორობაში უმთავრესი არის მდგრადობა და არა პირველობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი მხარდაჭერის პროგრამის გადამისამართება და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს 80 მილიონი ევრო გამოეყოფა დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის და 883 მილიონ ევროს სოციალურ ეკონომიკური აღდგენისთვის. საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 180 მილიონი ევრო და ამ დახმარების მობილიზება უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ. ასე რომ, მჯერა, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორია. ჩვენ უკვე ვხედავთ თვალსაჩინო შედეგებსაც. დამცავი საშუალებები უკვე ადგილზეა. ჩვენ მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი და 75 მილიონი ევრო გამოიყოფა წლის განმავლობაში, რათა ამ კრიზისის სოციალურ ეკონომიკური შედეგები აღმოიფხვრას. სამწუხაროდ, ამ კრიზისმა მნიშვნელოვანად დაგვაზარალა. განსაკუთრებით საქართველო, რომელიც დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე. ასე რომ, ჩვენ სწრაფად ვმოქმედებთ და დახმარება გრძელდება“, – განაცხადა ლოურენს მერედიტმა.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up