Louis Vuitton-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი დაუმუშავებელი ალმასი იყიდა. ამის შესახებ ფრანგული მოდის სახლის პრეზიდენტ მაიკლ ბერკზე დაყრდნობით New York Times-ი წერს.
გარიგების თანხა არ სახელდება, თუმცა ანტვერპენის ალმასის ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი მარსელ პრუვერი ვარაუდობს, რომ ძვირფასი ქვა დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ღირს.
თავად ბერკის განმარტებით, Louis Vuitton-ი ალმასს დაამუშავებს და მისგან ბრილიანტებს გააკეთებს. „არავინ ელოდა, რომ აქცენტს მაღალი კლასის საიუველირო ნაკეთობებზე გავაკეთებდით. ვფიქრობ, რომ ეს ინდუსტრიას გამოაცოცხლებს“- აღნიშნა მოდის სახლის პრეზიდენტმა.
1758-კარატიანი ალმასი 2019 წელს ბოცვანაში სამთომომპოვებელმა კომპანია Lucara Diamond-მა იპოვა. მას „სეველო“ უწოდეს, რაც „იშვიათ აღმოჩენას“ ნიშნავს.
imedinews.ge