ლოტკინზე  ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ლოტკინზე ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

access_time2021-01-27 14:30:00

ლოტკინზე, კიშინიოვის N24-ში ახალი სპორტული მოედნები და სკვერი მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


როგორც მერმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-განახლება აქტიურად მიმდინარეობს, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საპარკე კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.


„ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩა N24-ში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება ახალ პარკებთან და სკვერებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, რომ რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ ქალაქში. კარგია, რომ საპარკე კულტურა შემოდის და ახლა, მიუხედავად ზამთრისა, მსგავს სივრცეებში უამრავი ადამიანი სეირნობს, ასეირნებს ბავშვებს, ვარჯიშობს. მით უმეტეს, ამ პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიხარია, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არსებული პარკების რეაბილიტაციისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, რომლითაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. ასევე, ეს ხელს უწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, ლოტკინზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცის ფართობი დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრია.


„რაც შეეხება აღნიშნულ სივრცეს, კიდევ ერთი მაგარი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა ქალაქში, რომელიც დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრი ფართობია. მთლიანად მოხდა მისი განახლება ახალი ხე-მცენარეებით, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, ტრიბუნებით, ველობილიკთ. ასევე, ბავშებისთვის მოეწყო ქვიშის მოედანი და დამონტაჟდა ატრაქციონები. გაკეთდა დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, საპარკე ინფრასტრუქტურა. მოიხატა კედლები და შესრულდა გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up