Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ

access_time2021-05-14 20:00:23

აშშ-ს საელჩომ მოსკოვში რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსები, რომლებსაც შტატებში ბიზნესისთვის ან სასწავლებლად წასვლა სურთ, ვიზების მიღება მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.

 

საკონსულო მომსახურეობის შეჩერება - ვაშინგტონს და მოსკოვს შორის სანქციების გაცვლის შედეგებია - პრინციპი „თვალი თვალის წილ“ დიპლომატიაშიც მოქმედებს.

 

ამერიკა უფრო შორს წავიდა და მოსკოვში თავის საელჩოში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება აკრძალა, რაც ამერიკული მისიისთვის მძიმე დარტყმა გახდა  -  საელჩოში ძალიან ბევრი ადგილობრივი მოქალაქე მუშაობდა და მათი შემცვლელები ამერიკიდან უნდა ჩამოვიდნენ. ეს კი მარტივი ამოცანა არაა.

 

სინამდვილეში ამერიკული ვიზის მიღება რუსეთში 2017-დან გართულდა, როდესაც პუტინის ბრძანებით, საელჩოში მომუშავე რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა 750-ით შემცირდა  - საბოლოოდ თავისებური პარიტეტი ჩამოყალიბდა  - ამერიკაში რუსეთის საელჩოში აშშ-ს 455 მოქალაქე მუშაობს, პუტინის გადაწყვეტილებით კი მოსკოვში შტატების საელჩოში ამდენივე რუსი დარჩა.

 

პუტინმა თავის მიზანს მიაღწია და პარიტეტი ამ საკითხში მაინც აღადგინა, თუმცა, რუსეთის რიგითი მოქალაქეებისთვის ყველაფერი გართულდა - პროცედურები იმდენად გაიწელა, რომ რუსებს ამერიკული ვიზის ასაღებად ბელარუსში ან საქართველოში გამგზავრება ურჩევნიათ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს თქმით, აშშ-ს დანაკლისის შევსება თავისი მოქალაქეებით ადვილად შეუძლია, თუმცა, ამერიკა ამას არ აკეთებეს. სახელმწიფო დეპარტამენტმა არ ახსნა, ამერიკის მოქალაქეებს საელჩოში სამუშაოდ რატომ არ ქირაობს.

 


თუმცა, ეს ყველაფერი მთავარი არაა. მთავარი კითხვაა თუ რამდენად მიზნობრივია აკრძალვა და პირველ რიგში მოსახლეობის რომელი კატეორია დაზარალდება?

 

ტურისტულ ნაკადი ქვეყნებს შორის არც თუ ისე დიდია - 2019 წელს, პანდენიამდე რუსეთში 240 000 ამერიკელი ჩავიდა და 180 000 რუსი - შტატებში.

 

იმის შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მკვლელი“ უწოდა, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში გაუმჯობესება შეუძლებელია და ამ საკითხს ვერც პუტინის და ბაიდენის შეხვედრა გადაწყვეტს.

 

თუმცა ვაშინგტონი და მოსკოვი პაექრობით იმდენად მასიურად არიან დაკავებულები, რომ ვიზები არავის ახსოვს.

 

ისე, ბაიდენმა პუტინს ამ გადაწყვეტილებით დიდი პატივი დასდო - კრემლი თავისი მოქალაქეების გაკონტროლებას და ჩაკეტვას ცდილობს. მას სურს, მოსახლეობა პასიური დარჩეს და დასავლური ფასეულობები ნაკლებად გაიზიაროს.

ამ შემთხვევაში ამერიკულ სანქციებზე უკეთესს ვერაფერ მოიფიქრებ - ვაშინგტონმა რუსეთში თავის პოტენციური მომხრეები თავად მოისროლა და ხვალ აპოლიტიკური რუსებიც კი ამერიკას მტრულ სახელმწიფოდ ჩათვლიან.

 

პუტინის პოლიტიკასთან და მის გარემოცვასთან ბრძოლის ნაცვლად, ბაიდენის ადმინისტრაცია უბრალო რუსებს, ფაქტიურად, თავის პოტენციურ მოკავშირეებს ებრძვის.

 

შეიძლება კი ამის სწორ ნაბიჯად ჩათვლა?

 

 

წყარო: latimes.com


თეგები:
აშშ რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up