ლორა თორნტონი - ძალიან შემაშფოთებელია ტენდენცია, რომელიც საზოგადოებრივ კვლევაში გამოიხატა

ლორა თორნტონი - ძალიან შემაშფოთებელია ტენდენცია, რომელიც საზოგადოებრივ კვლევაში გამოიხატა

access_time2020-01-16 11:47:21

ძალიან შემაშფოთებელია ტენდენცია, რომელიც ბოლო საზოგადოებრივ კვლევაში გამოიხატა, – ამის შესახებ ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა განაცხადა.


მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტის ნდობის მიმართულებით კლების ტენდენციაა.


„დღეს წარმოვადგინეთ ბოლო საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც ნოემბრის ბოლოს- დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა. ძალიან შემაშფოთებელია ტენდენცია, რომელიც ამ კვლევაში გამოიხატა. მზარდი ტრენდი შეინიშნება სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტის ნდობის კლებაში, როგორიც არის პრემიერ-მინისტრის ოფისი, პარლამენტი, ძალიან შემაშფოთებელია, ასევე ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ქვეყანას არ აფასებს, როგორც დემოკრატიულს. ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საარჩევნო წელში ეს ყურადღების მისაქცევი მონაცემია. რაც შეეხება პარლამენტს, ძალიან უარყოფითი შეფასება აქვს ამ შემთხვევაში. მოსახლეობა ფიქრობს,რომ პარლამენტი არ ითვალისწინებს მათნაირი ხალხის აზრს, არ აქვთ და მათთვის რთულია კომუნიკაცია პარლამენტის წევრებთან. მოსახლეობა ამბობს,რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარი ან პარტიის ინტერესებს ემსახურებიან“ ,- განაცხადა ლორა თორნტონმა.



თორნტონის შეფასებით, სხვადასხვა პირებმა, განსაკუთრებით საარჩევნო წელიდან გამომდინარე, უნდა იზრუნონ, რომ აღნიშნული მონაცემები გამოსწორდეს.


„რაც შეეხება პარტიულ მხარდაჭერასკონკრეტული პარტიების მხარდაჭერა კვლავაც დაბალ ნიშნულზეა და ჯამში დიდი ნაწილი ამბობს,რომ არ იცის ან არც ერთი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, კვლევა ჩაეშვა ზუსტად მაშინ, როდესაც პარლამენტმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება და არ დაუჭირეს მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცოდა ამის შესახებ მიუხედავად იმისა,რომ ახალი მომხდარი იყო ეს მოვლენა და ვინც იცოდა, მათგან 70 პროცენტი ნეგატიურად აფასებს ამას. ხოლო რაც შეეხება პოზიტივს, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად განაგრძობს საქართველოს საგარეო კურსის მხარდაჭერას“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up