ლოქდაუნის მაღალი ფასი - სასწორის მეორე პინაზე ადამიანთა სიცოცხლე დევს

ლოქდაუნის მაღალი ფასი - სასწორის მეორე პინაზე ადამიანთა სიცოცხლე დევს

access_time2020-11-29 13:00:30

მთავრობამ ახალი მასშტაბური შეზღუდვები გაასაჯაროვა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, 28 ნოემბრიდან, ორი თვის ვადით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად სრული ლოკდაუნი წესდება. 21:00 სთ-დან მოქმედებას იწყებს კომენდანტის საათი, ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი, მატარებლით, ავტობუსითა და მიკროავტობუსით იკრძალება ქალაქებს შორის გადაადგილება. იკეტება სავაჭრო ცენტრები, ფუნქციონირებას წყვეტს ზამთრის კურორტები...


ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური ზრდა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. პრემიერის განცხადებით ახალი შეზღუდვები ეკონომიკას დამატებით 0.8%-ით შეამცირებს. გაუგებარია, საიდან იწყებდა გახარია ათვლას და ზუსტად რას გულისხმობდა. თუ იმას, რომ 2020 წელს მშპ 5%-ის ნაცვლად 5.8%-ით შემცირდება ეს დასაშვებია, თუმცა ნაკლებად ალბათური. სხვა შემთხვევაში ბოლო გასაჯაროებული მონაცემებით სექტემბერში ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა და დეკემბერში რომ ვარდნა მხოლოდ 1.5% იყოს, უბრალოდ შეუძლებელია. მართალია 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო ცენტრები იხსნება და მუნიციპალური ტრანსპორტიც იმოძრავებს, მაგრამ ძალაში რჩება კომენდანტის საათი. მაისში, დაახლოებით იმავე მასშტაბის ლოკდაუნის პირობებში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი, 16.6%-იანი ვარდნა კი აპრილში დაფიქსირდა, იმ დროს როცა დაკეტილი იყო ლომბარდები, სალონები და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები. 10 დღის განმავლობაში აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილება და იქამდეც მეუღლის გვერდზე დასმისთვის ადამიანებს 3000 ლარით აჯარიმებდნენ. კომენდანტის საათიც დილის 06:00 სთ-მდე გრძელდებოდა, თუმცა ამ ფაქტს ახლა არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. მართალია დეკემბრის კარანტინი აპრილთან შედარებით ოდნავ მსუბუქი იქნება, მაგრამპერიოდი ემთხვევა წინასაახალწლო ეკონომიკური აქტიობის პიკს, რაც დამატებით უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანების შემოსავალზე.


2019 წლის დეკემბერში დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე იყო გათვლილი. იანვარში მართლაც დაფიქსირდა 5.1%-იანი ზრდა. თებერვალში, როდესაც უკვე გაჩნდა სახიფათო მოლოდინები ზრდის ტემპი 2.2%-მდე შემცირდა, მარტიდან კი მინუსში გავიდა. 3კვარტალის ჯამში საქართველოს ეკონომიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით შემცირდა. კვარტალურად 2.2%-იან ზრდას 12.3%-იანი და 3.8%-იანი ვარდნა მოჰყვა. მეოთხე კვარტალი მესამეზე მძიმე იქნება.რამდენით მძიმე წინასწარ მონაცემებს საქსტატი იანვრის ბოლოს გამოაქვეყნებს.


ბუნდოვანიაროგორც თავად იანვარი, ასევე მთელი 2021 წელიც. თავდაპირველი პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა გაზრდილიყო. მეოთხე კვარტალში პროგნოზი 4.3%-მდე შემცირდა. რაც დღეს უკვე ილუზორულია. იანვრის პირველი ნახევარი მძიმე ლოკდაუნი გრძელდება. უფრო მეტიც 1-15 იანვარი მთლიანად დასვენების დღეებად ცხადდება. 16 იანვრიდან მუშაობას ანახლებს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ასევე სავაჭრი ობიექტები, მაგრამ მხოლოდ სამუშაო დღეებში. ნარჩუნდება კომენდანტის საათიც. პანდემიამდელ პერიოდში მოლები კვირაში 84 საათი მუშაობდნენ, ყოველდღე 10:00-დან 22:00 სთ-მდე. 16-31 იანვარს მათ ფორმალურად 55 სამუშაო საათი ეზლევათ ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 21:00 სთ-მდე, მაგრამ ეს დრო ფაქტიურად 45 საათამდე მცირდება. წმინდა მათემატიკური თვალსაზრისით ეს დროის 47%-იანი კლებაა, მაგრამ რეალობაში ძირითადი დატვირთვა შაბათ-კივრასა და საღამოს საათებზე მოდიოდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოლებს სავაჭრო ბრუნვა 47%-ზე ბევრად უფრო მეტით შეუმცირდებათ.


ზაფხულში ეკონომიკური ვარდნის ტემპის შემცირებაზე შიდა ტურიზმმაც იმოქმედა. ამის საპირისპიროდ ზამთრის კორორტები მინიმუმ 2 თვე არ გაიხსნება. რაც კიდევ ერთი დამატებითი წნეხი იქნება ეკონომიკაზე.


იმ შეზღუდვების პირობებში რაც 1-ელ თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ როგორც დეკემბერში, ასევე იანვარში ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდება. 2020 წლის იანვარში ეკონომიკა ბოლო წლების ფონზე შედარებით მაღალი 5.1%-იანი განაკვეთით გაიზარდა, მისი გასდაფარვა თუნდაც მცირედი ვარდნით გაძბნეკდება. ამის საპირისპიროდ, რადგან აპრილში 16.6%-იანი კლება დაფიქსირდა, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 2021 წლის აპრილი პოზიტიურად გამოჩნდება.

2020 წელს რომ ეკონომიკა 5%-ზე მეტით შემცირდება, ეს უკვე საკმათო აღარაა. ზუსტი რიცხვის დასახელება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია იმის თქმა, რომ წლიური ვარდნა იქნება ერთნიშნა, მაგრამ 5%-ზე მეტი.



რაც შეეხება 2021 წელს არ არსებობს გარანტია, რომ თებერვლიდან ყველა შეზღუდვა მოიხსნება. პანდემიის საწყის ეტაპზე მარტში საგანგებო მდგომარეობა არ ცხადდებოდა მხოლოდ „2-3 კვირა უნდა გაგვეჭირვა.“ საგანგებო მდგომარეობაც თავიდან მხოლოდ 22 აპრილამდე გამოცხადდა კომენდანტის საათისა და მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების გარეშე, მაგრამ 23 მაისამდე გაგრძელდა და სასიცოცხლო ობიექტების გარდა ყველაფერი დაიკეტა. 10 კაციანი შეკრების ლიმიტი 3-მდე შემცირდა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.


22 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ ერთპარტიულად ბევრისთვის დღემდე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და მთავრობას 15 ივლისამდე პრეზიდენტისა და თავად დეპუტატების თანხმობის გარეშე იმ სახის ღონისძიებების გატარების საშუალება მიანიჭა, რომლებიც ადრე მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იყო შესაძლებელი, რასაც თავის მხრივ პარლამენტის თანხმობა და პრეზიდენტის ხელმოწერა ესაჭროებოდა.


ახალმა კანონმა ხელისუფლებას მოქალაქეთათვის გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის, იძულებით კარანტინში მოთავსების, სასწავლო პროცესისა და ეკონომიკური საქმიანობების შეჩერების საშუალება მისცა.14 ივლისს ისევ და ისევ პარლამენტის თანხმობით, მთავრობას ექსკლუზიური უფლებები 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდა. იანვარში დაგეგმილ ახალ შეზღუდვების პარლამენტის თანხმობა დასჭირდება.


24 აპრილს შეზღუდვების მოხსნის 6 ეტაპიანი გეგმა გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ფრენები ივლისიდან უნდა აღდგენილიყო, ივლისშივე იხსნებოდა ტოტალიზატორები და კაზინოები. რეალურად არც კაზინოები გახსნილა, არც კინო-თეატრები და ფრენებიც უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით ხორციელდება. 25 ნოემბერს თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ მემანქნეების დაინფიცირების მიზეზით მეტრო არ გაჩერდებოდა და საჭიროების შემთხვევაში მათი კოლეგების ჩამოყვანა მინსკიდანაც იყო შესაძლებელი. 26 ნოემბერს მეტროს მეორედ გაჩერების შესახებ გახდა ცნობილი, მერიამ კი განცხადება გაავრცელა, რომ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღოდა მას მემანქანეების დაინფიცირებასთან კავშირი არ გააჩნდა.


შეზღუდვების გახანგძლივებისა და გამკაცრების მოტივად ყოველთვის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და „მოქალაქეების ჯანმთელობაზე ზრუნვა“ სახელდებოდა. წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით არ არის გამორიცხული, ასეთი „მზურუნველობა“ იანრის შემდეგაც გაგრძელდეს.


ლოკდაუნი რომ ადამიანის უფლებებს ლახავს, აქსიომადაა მიჩნეული და დამტკიცებას არ საჭიროებს. კამათი ხდება 2 საკითხის გარშემო: 1) რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე თუ თავისუფლება; 2) გრძელვადიან პერიოდში აღწევს თუ არა ლოკდაუნი მიზანს - გადაარჩინოს მაქსიმალურად ბევრი ადამიანის სიცოცხლე. პირველი საკითხი ფილოსოფიური მსჯელობის საგანია. რაც შეეხება მეორეს ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მუშაობს. მდიდარ სახელმწიფოებში ადამიანთა დიდი ნაწილს დანაზოგი გააჩნია, სხაელმწიფოსაც უმუშევართა დარჩენილთათვის მაღალი კონპენსაციის გადახდა შეუძლია, ცხადია იქაც გადასახადების გადამხდელთა ფულით. ამის მიუხედავად კონპენსაცია ვერ ანაცვლებს ხელფასს, იზრდება სიღარიბე და ადამიანთა ნ3ერვეული აშლილობა, როგორც შემოსავლების შემცირებით ასევე სახლში გამოკეტვით. ღარიბ სახელმწიფოებში მდგომარეობა ბევრად მძიმეა. ერთის მხრივ მისი სამედიცინო სექტორი უფრო სუსტია და არ შესწევს ბევრი პაციენტის ერთდროულად მომსახურების საშუალება, მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას დანაზაოგი არ გააჩნია. ვერც ერთჯერადი 300 ლარი, ვერც თვეში 200 ლარი და ვერც კომუნალურების დაფარვა მის მდგომარეობას გაუარესებისგან ვერ იხსნის. ერთია როცა ადამიანი რამდენიმე კვირის სრული შიმშილისგან კვდება, მაგრამ უფრო მეტს არასრულფასოვანი კვების შედეგად წლები აკლდება, რაც ნელ სიკვდილად შეიძლება შეფასდეს. სიღარიბის ზრდა ასევე იწვევს სტრესს, ნერვულ აშლილობას, მკვლელობებისა და სუიციდების ფაქტების ზრდას. რადგან გარდაცვალების მოწმობაში - სიღარიბე არ იწერება მას ხშირად მომაკვდინებელ პრობლემად ვერ აღიქვამენ, მაშინ როცა მსოფლიოში 11 თვეში კოვიდით 1.45 მლნ ადამიანი დაიღუპა, შიმშილით - 7 მლნ.


Unicef-ის ბოლო 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით საქართველოში შიმშილით ან არასრულფასოვანი კვებით ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. უკიდურესი სიღარიბის ზარს ქვემოთ მყოფ ბავშვთა რაოდენობა კი 77 000-ს აღწევს.


კოვიდამდეც ისეთ მდიდარ სახელმწიფოში როგორიცაა ნორვეგია, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 83 წელს შეადგენდა, შვეიცარიაში - 84-ს. საქართველოში 10 წლით ნაკლებს - 74-ს. სამხრეთ სუდანში მხოლოდ 58-ს, ხოლო ლესოთოში - 54 წელს, ანუ მთელი 30 წლით ნაკლებს ვიდრე შვეიცარიაში. ასეთი დრამატული სხვაობის მიზეზი სიღარიბეა და არა დნმ-ს განსხვავებული სპირალისებური ფორმა.


ლოკდაუნის მომხრეები ხშირად ევროპულ გამოცდილებას იშველიებენ. სიმართლეს შეესაბამება ფაქტი, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში ან ბელგიაში მოქმედებდა, ან ახლაც მოქმედებს საქართველოსთან შედარებთ კიდევ უფრო მძიმე შეზღუდვები და სახლიდან დღისით გამოსვლასაც კი ნებართვა სჭირდებოდა ან ახლაც სჭირდება. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიუხედავად, საფრასნგეთში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 მლნ-დან 780-ს შეადგენს, იტალიაში - 875-ს, ესპანეთში - 949-ს, ხოლო ბელგიაში 1397-ს. ბელგია ამ მხრივ პირველ ადგილზეა. რაც შეეხება საქართველოს 1 მლნ-დან 291 გარდაცვლილით 51-ე ადგილზე იმყოფება.


თეორიულად შეზღუდვები, ყველაზე მეტად კი სოციალური დისცტანცირება მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გავრცელების ტემპს, თუმცა ეპიდემოოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას თავისი ძალიან მაღალი ფასი აქვს, რასაც ფინანსებთან ერთად ასევე არაერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

 

გიორგი ელიზბარაშვილი 

 


თეგები:
ლოქდაუნი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up