ლოპოტა სპა რეზორტი - რუსი ტურისტები ტოპ ხუთეულში შედიოდნენ, თუმცა განსაკუთრებულად დიდ ზარალს  არ ველოდებით

ლოპოტა სპა რეზორტი - რუსი ტურისტები ტოპ ხუთეულში შედიოდნენ, თუმცა განსაკუთრებულად დიდ ზარალს არ ველოდებით

access_time2019-07-12 11:00:41

მეოთხე დღეა, რუსეთ-საქართველოს შორის ავია მიმოსვლის შეწყდა. “კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აისახა ავიაემბარგო კახეთი რეგიონის, ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ ობიექტზე “ლოპოტა სპა რეზორტზე“.  სასტუმროს გენერალური მენეჯერი ანდრეი ვლასოვმა ტურისტების მიერ ბოლო პერიოდში გაუქმებული ჯავშნების კონკრეტული რაოდენობის დასახლებისგან თავი შეიკავა თუმცა, გვითხრა ის, რომ სასტუმროს ჯავშნების რაოდენობით, რუსეთი ტოპ ხუთეულში შედიოდა.

 


„როგორც სასტუმრო ინდუსტრიის დიდი ნაწილისთვის, ასევე „ლოპოტა სპა რეზორტისთვისაც“ რუსეთი ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. ჩვენი სასტუმროს ჯავშნების რაოდენობით, რუსეთი ტოპ ხუთეულში შედიოდა. რუსი ტურისტების მხრიდან ჯავშნის გაუქმების მაჩვენებელი მოცემულ მომენტამდეც საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა, ცხადია, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო,  ამ ქვეყნიდან ჯავშნების გაუქმების რიცხვმა საგრძნობლად იმატა“, - განაცხადა ანდრეი ვლასოვმა.


 


„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ სასტუმრო ახალი ბაზრის ათვისების მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა რუსეთ-საქართველოს ავიაემბარგომ სასტუმროს დიდი ზარალი არ მიაყენოს.


 

„ჩვენი სასტუმრო განაგრძობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე მუშაობას და ასევე უფრო აქტიურად აპირებს ახალი პოტენციური ბაზრების ათვისებას. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებულად დიდ ზარალს რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით არ ველოდებით. ამასთანავე, იმართება შეხვედრები კერძო სექტორსა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რათა უკეთ განისაზღვროს, თუ რა ქვეყნებზე უნდა მიიმართოს უფრო აქტიური მარკეტინგული სტრატეგია იმისათვის, რომ ქვეყანამ აითვისოს დამატებითი ტურისტული რესურსი მთელი მსოფლიოდან“, - აცხადებს ანდრეი ვლასოვი.

 

ბაჩო ადამია





Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up