საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გავლენიანმა გამოცემამ „Lonely Planet“ ტურისტული გზამკვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ღვინოს დაუთმო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
გზამკვლევში „Wine Trails: Europe“ ესპანურ, პორტუგალიურ დასხვა ქვეყნების ღვინოსთან ერთადდეტალურად მოთხრობილია ქართული ღვინის შესახებ.
„გზამკვლევის მომზადებამდე „Lonely Planet“-ის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოში, კახეთის მხარეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა და შეგროვებული ინფორმაცია „Lonely Planet“-ის გზამკვლევში გამოაქვეყნა. პარალელურად ჟურნალისტი სხვადასხვა მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს.
„Lonely Planet“-ის გზამკვლევი მკითხველს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიციის, ღვინის მომზადების წესების, ქვევრის და კახეთის მარნების შესახებ მოუთხრობს. გზამკვლევში დეტალური ინფორმაციაა განთავსებული კახეთში მდებარე მარნებისა და კვების ობიექტების შესახებ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.