ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად  იყიდება

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად იყიდება

access_time2019-12-09 18:15:33

ლონდონში, მილიარდერ ევგენი ჩიჩვარკინის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები შედის. ამის შესახებ „კომერსანტს“ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ბერდია ყამარაულმა განუცხადა.


მისი ინფორმაციით, Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს, ჩიჩვარკინის კომპანიის მიმწოდებელიც მისი კლუბია.„სამი წელია უკვე დაახლოებით 6 სახეობის ღვინოს ვაწვდით, ესენია ლაგვინარი და ბადაგონი“-აღნიშნავს ყამარაული.


კითხვაზე, რა ფასად იყიდება „ჰედონიზმში“ ქართული ღვინოები, ყამარუალი აცხადებს,რომ გამომდინარე ღვინის კატეგორიიდან. ქვევრის ღვინო ყველაზე ძვირიანია. საშუალო ფასი კი 20-50 ფუნტია.


მილიარდელმა ევგენი ჩიჩვარკინმა ლონდონში ღვინის მაღაზია „ჰედონიზმი“ 2012 წელს გახსნა.


ჩიჩვარკინმა საქმიანობა მობილურების რეალიზაციით დაიწყო და კომპანია Yevroset-ი დააარსა, რითაც 35 წლამდე ასაკის ბიზნესმენებს შორის რუსეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა რითეილის ბიზნესში. 2005 წელს ჩიჩვარიკინი მობილური ტელეფონის ნაწილების 100 მილიონამდე დოლარის ღირებულების არალეგალური იმპორტში იყო ბრალდებული, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა.



რაც შეეხება „ჰედონიზმს“, რომელიც ლონდონის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, 6500-ამდე ღვინის სხვადასხვა სახეობას აერთიანებს მსოფლიოს ყველა რეგიონიდან. ჩიჩვარკინის განცხადებით, ის ხშირად იღებს ფრენჩაიზების გახსნაზე შემოთავაზებას აზიასა და აშშ-ში. ჩიჩვარკინის ღვინის მაღაზიამ დაარსებიდან დღემდე არაერთი ჯილდო მოიპოვა, როგორებიცაა საუკეთესო საკვებისა და ღვინის მაღაზია Luxury Retailer of the Year at the 2018 Drinks Retailing Awards-ი და სხვა.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობა ვლადიმერ პუტინის კრიტიკის გამო ჩიჩვარკინის ექსტრადირებას ცდილობდა.


სოფო ქსოვრელი 





„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up