ლონდონში ყველაზე ძვირადღირებული სახლი 250 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდება

ლონდონში ყველაზე ძვირადღირებული სახლი 250 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდება

access_time2023-03-04 23:00:26

ლონდონის რეზიდენცია The Hill-ი შეიძლება ყველაზე ძვირადღირებული სახლი გახდეს ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში. რეგენტ პარკში მდებარე ვილა მეოთხედ მილიარდ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

ვილა The Hill არქიტექტორმა დეციმუს ბარტონმა 1818 წელს მამისთვის დააპროექტა. მანვე შექმნა ველინგტონის თაღი, რომელიც ლონდონის ცენტრს ამშვენებს.

 

რეზიდენცია The Hill რეგენტის ეპოქაში 4 ჰექტარ მიწაზე პრესტიჟულ რეგენტ პარკში აშენდა. ახლა უესტმინსტერის მახლობლად ამ უბანში ლონდონის ზოოპარკი, რამდენიმე უნივერსიტეტის შენობა და აშშ-ს ელჩის კერძო რეზიდენციაა.

 

იმ დროს The Hill-ი ძალიან მახინჯ და ძალიან დიდ სახლად ითვლებოდა. სახლი დეციმუსმა ცხრა ძმასა და დაზე გათვალა. მაგრამ წლების შემდეგ The Hill-ს ლონდონის ყველაზე სასურველი სახლი უწოდეს.


 

ახლა რეზიდენცია საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს ეკუთვნის. მის ერთ-ერთ მფლობელად პრინცი აბდულა ბინ ხალიდ ბინ სულთან ალ საუდი ითვლება.

 

დღეს, მაღალი კლასის უძრავი ქონების დილერები ამტკიცებენ, რომ ლონდონი ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია მსოფლიოში, სადაც უძრავი ქონების ფასები ნიუ-იორკის, პარიზის, ტოკიოს და მსოფლიოს სხვა დედაქალაქების სახლების ფასს აღემატება.

 

The Hill-ს აქვს 20 საძინებელი და გასახდელი ოთახი, ტბა და ბაღები. 1935 წელს იგი 40 000 გირვანქა სტერლინგად (2,25 მილიონი გირვანქა სტერლინგი დღევანდელი ეკვივალენტით) გაიყიდა.

 

თუ სახლის 250 მილიონ გირვანქა სტერლინგად ყიდვას მეპატრონე დაადასტურებს, ამით წინა რეკორდს მოიხსნება და The Hill ყველაზე ძირად გაყიდული სახლი იქნება. დღემდე ყველაზე ძვირადღირებული სახლი - 45-ოთახიანი სასახლე იყო, რომელიც ჰაიდ პარკს გადაჰყურებს და რომელიც ჩინელი მილიარდერის ჰუი კა იანგის საკუთრებაა. მან სამი წლის წინ სახლში 210 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.


თეგები:
The Hill



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up