ლონდონში უძრავი ქონების ღირებულება უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. Nationwide-ის ინფორმაციით, სექტემბერში უძრავი ქონების ფასი 0.6%-ით შემცირდა, რაც ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად მოხდა.
Nationwide-ის მიხედვით, ლონდონში სახლის ღირებულების საშუალო მაჩვენებელი £472,000-ს ($630,000) შეადგენს, რაც 2007 წლის საშუალო ფასს 56%-ით აღემატება.
ექსპერტები ხშირად მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ ევროკავშირისგან გამოყოფის შემდეგ დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების ღირებულება შემცირდებოდა. მათი განცხადებით, იმიგრაციის, ინვესტიციებისა და ვაჭრობის საკითხებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მყიდველებს, განსაკუთრებით კი მდიდარ უცხოელებს აფრთხობს.
UBS-ის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს ასევე დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის არსებული გაურკვეველი პოლიტიკური მდგომარეობას წარმოადგენს. მეორე მხრივ, არსებობს ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ 0.6%-იანი ვარდნა დროებითია და რომ ფასის ზრდის დინამიკა ევროკავშირისგან გამოყოფის შემდეგ კვლავ გაგრძელდება. ბრიტანული უძრავი ქონების კომპანიის, Savills-ის მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულება 2022 წლისთვის დამატებით 20%-ით გაიზრდება.
„როდესაც პოლიტიკური გაურკვევლობა დასრულდება და ლონდონში უძრავი ქონება ღირებულებას კვლავ შეიძენს, ფასები კვლავ გაიზრდება,“ აღნიშნულია განცხადებაში.
CNNMoney