ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) დალისტული ქართული ბანკების ტრენდი დაღმავალია, ჯანდაცვის (GHG) და საინვესტიციო (CGEO) კომპანიების კოტირებები გაზრდილია.
G&T-ის ანალიტიკით, BGEO -ს 227 000 აქციაა ნავაჭრი, GBP 15.49-16.05 დიაპაზონში. GBP 10.80-11.14 -ად დაიდო გარიგებები საინვესტიციო Georgia Capital-ის (CGEO LN) - 128 000 აქციაზე.
სასესიო კვირას თიბისის (TBCG LN) 52 000-ზე მეტი აქცია გაიყიდა, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) 95 000.
ქართული კომპანიების ჯამური კაპიტალიზაცია GBP 2.277 მილიარდია.
GBC