ლონდონმა უარი თქვა ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიას შორის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე

ლონდონმა უარი თქვა ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიას შორის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე

access_time2021-11-27 20:30:57

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის დამაკავშირებელი ხიდის ან გვირაბის მშენებლობის გეგმის განხილვაზე, რომელიც უნდა განთავსებულიყო ირლანდიის ზღვაში და რომლის სიგრძე იქნებოდა 32 კმ. პროექტის ღირებულება ექსპერტების შეფასებით 278-445 მლრდ დოლარია.

იდეის ავტორების მონაცემებით, მისი განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა, ექსპერტების შეფასებით ეს ეკონომიკურად არ არის მიზანშეწონილი. მათი თქმით, გვირაბის ხიდის და ხელოვნური კუნძულის კომბინაცია ირლანდიის ზღვაში ვერ განხორციელდება მისი სიღრმის და ძლიერი ქარის გამო.



ამასთან, ყველა ასპექტის გათვალისწინებით ამ სატრანსპორტო გზის დაგეგმვას, პროექტირებას და მშენებლობას საბოლოო ჯამში 30 წელი დასჭირდება. ამასთან, საავტომობილო და სარკინიგზო გზების შემაერთებელი პროექტი თავისთავად მოითხოვს ძალიან დიდი ოდენობით რესურსს. ექსპერტებმა გამოითვალეს მისი ნახშიროჟანგის კვალიც: ხიდის მშენებლობის შემთხვევაში მისი კომპენსირება შესაძლებელია 42-61 წელიწადში, ხოლო გვირაბის შემთხვევაში 15-24 წელიწადში.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




საქართველოს„მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს“

საქართველოს„მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს“
access_time2022-10-04 18:21:22
ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ დაიწყო აქტიური მუშაობა და პანდემიის შემდეგ ქვეყანა გაიხსენა, ბიზნესმა დაიჯერა მთავრობის პოლიტიკის, შარშან ქვეყანამ მიიღო ორნიშნა...

„ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას“

„ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას“
access_time2022-10-04 18:25:38
ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია 20%-საც კი ასცდა. „ინფლაცია არის მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა. ეს გამოიწვია პირველ რიგში, პანდემიამ, მაშინ მკაცრი ლოქდაუნი იყო თითქმის მთელ მსოფლიოში. ამას...

საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს

საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს
access_time2022-10-04 18:15:26
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია ქართული სატელევიზიო ბაზარი და ტელევიზიების შემოსავლები. ანგარიშის მიხედვით 2021 წლის მდგომარეობით საქართველოში სულ  116 ტელევიზია მაუწყებლობს.  სარეკლამო შემოსავლების მხრივ 5 ყველაზე შემოსავლიან ტელევიზიას მთლიანი სარეკლამო ბაზრის 81% უჭირავს. ესენია: იმედი ჰოლდინგი,...

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-10-04 17:00:26
4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო

საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო
access_time2022-10-04 18:30:21
ზამთრის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო, ხოლო ექსპორტი მინიმუმამდე დაიყვანა. როგორც „კომერსანტს“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, საქართველომ სექტემბრიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო. ნარმანიას თქმით, საქართველოს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან შემოაქვს, ხოლო გასულ თვეში ექსპორტს, ისიც მცირე რაოდენობით სომხეთში...


მსგავსი სიახლეები

up