ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.995 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 199 მლნ-ით მეტი. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 17.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +13.55% წინა კვირასთან შედარებით და +30.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 302 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.16 - 17.32 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 15.24 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.43% წინა კვირასთან შედარებით და +27.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 125 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.72 - 15.34 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.72 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.33% წინა კვირასთან შედარებით და +13.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 157 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.17 - 6.72 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 23 ათასი აქცია შეადგინა.