ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.636 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 122 მლნ-ით მეტი. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, გაზრდილია ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 12.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.26% წინა კვირასთან შედარებით და +3.53% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 431 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.34 - 12.96 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 13.36 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +11.52% წინა კვირასთან შედარებით და +10.05% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 269 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.52 - 13.54 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 5.69 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.53% წინა კვირასთან შედარებით და -7.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 270 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 5.51 - 5.97 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.