ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები წინა კვირაში დაიხურა 15.14 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.69% 11 ოქტომბრის კვირასთან შედარებით და -3.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 115 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.00 - 16.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 20 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები წინა კვირაში დაიხურა 15.62 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +4.27% 11 ოქტომბრის კვირასთან შედარებით და +13.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 244 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.00 - 16.86 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 30 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები კი წინა კვირაში დაიხურა 6.15 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -3.45% 11 ოქტომბრის კვირასთან შედარებით და +1.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 145 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.01 - 6.37 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.