ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.856 1.976 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 12 მლნ-ით ნაკლები. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, შემცირებულია ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 14.72 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -6.95% წინა კვირასთან შედარებით და -7.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 278 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 14.50 - 15.88 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 14.86 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -6.31% წინა კვირასთან შედარებით და - 5.83% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 116 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 14.84 - 15.92 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 26 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.57 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -3.24% წინა კვირასთან შედარებით და +3.46% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 750 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.56 - 6.87 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 130 ათასი აქცია შეადგინა.