ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.976 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 24 მლნ-ით ნაკლები. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, შემცირებულია ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.82 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.98% წინა კვირასთან შედარებით და +0.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 325 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.48 - 16.18 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 15.86 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.49% წინა კვირასთან შედარებით და +1.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 125 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.16 - 16.08 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 23 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.79 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -0.44% წინა კვირასთან შედარებით და +5.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 699 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.61 - 6.96 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 100 ათასი აქცია შეადგინა.