ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯილდო გადაეცა

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯილდო გადაეცა

access_time2019-11-07 18:00:19

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „WTM-2019“ საქართველო 30 ახალ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა, რომელსაც 2020 წელს უნდა ეწვიო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


სამოგზაურო სიაში საქართველო პირველ ადგილზეა. საერთაშორისო ბლოგერების სპეციალური ჯილდო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცა.


ევროპის საუკეთესო ახალ, მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად საქართველო პოპულარულმა ტურისტულმა ვებგვერდმა Travel Lemming დაასახელა. მოგზაური ბლოგერებისგან შემდგარმა ჟიურიმ საქართველოს 30 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მიანიჭა. კონკურსში მონაწილეობაზე ქვეყანა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წარადგინა.


„ჩვენ, როგორც ქვეყანა ვიმყოფებოდით ლონდონში, მსოფლიოში ერთერთ მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე.მოხარულები ვართ რომ ჩვენ, ქვეყანაში დავბრუნდით საერთაშორისო აღიარებით და ჯილდოთი, რომლითაც საქართველო დასახელდა 2020 წლის ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
აღნიშნული ჯილდო მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ქვეყნისთვის არამედ ეს წარმატება ასახავს იმას რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული მარკეტინგული აქტივობები, სხვადასხვა ღონისძიებები, კამპანიები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლის დასაწყისისდანვე ატარებს, არის ძალიან წარმატებული.
ეს აღიარება ნიშნავს იმას რომ საქართველოს პოზიციონირება მსოფლიოს მასშტაბით ძალიან კარგად განხორციელდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტურისტებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს აქვთ იმის სურვილი რომ საქართველოში იმოგზაურონ როგორც აღნიშნულ, ასევე მომავალ წელს “ აცხადებს საქრთველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.


„საქართველო მსოფლიოს იდუმალი სამოგზაურო მარგალიტია, კომპაქტური ზომის მიუხედავად ქვეყანა გაგაოცებთ უდიდესი მრავალფეროვნებით.“ -წერენ ბლოგერები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის მსურველებს კავკასიონის მთების და ძველი თბილისის მონახულებას ურჩევენ.


„საქართველოს შეუძლია ძალიან ბევრი რამ შემოგთავაზოთ. მოდური დედაქალაქი, ულამაზესი მთების პეიზაჟები, ნამდვილად უგემრიელესი კერძები და ღვინო. ვფიქრობ საქართველო უახლოეს წლებში მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდება.“წერს ბლოგერი ქეით მაკკალი.
საქართველოსთან ერთად 2020 წლის სამოგზაურო სიაში შვედეთი, ესტონეთი, შვეიცარია, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა და სხვა ქვეყნები, რეგიონები და ქალაქები მოხვდნენ.


Travel Lemming-ი 2016 წელს ამერიკელმა ნეიტ ჰეიკმა დაარასა, რომელმაც უკვე 66 ქვეყანაში იმოგზაურა. ვებგვერდის მიზანი ახალი, მიმზიდველი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციაა.







გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up