„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

access_time2020-08-14 13:00:41

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.


ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების მიუხედავად, რომ ეს ფაქტი ლოგიკური და ეკონომიურად სწორი გადაწყვეტილებაა, ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოხსნა კომპანიის სურვილი ვერ იქნებოდა.


„რეალურად პრობლემები არსებობს და სწორედ ამიტომ იქნა კომპანია ლონდონის ბირჟიდან მოხსნილი, იმის თქმა რომ ეს თავისი სურვილით მოხდა - არალოგიკურია. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რომელიც ისედაც არსებობდა და ახლაც არის. როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, ეს მხოლოდ კომპანიის პრობლემა არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის გარეთ მყოფი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება. როდესაც სანდო პარტნიორი არ ხარ და არალიკვიდობის გამო შენი კომპანია ბირჟიდან იხსნება, თან პარალელურად ბევრი პრობლემა გაქვს, ასეთ ქვეყანაში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობები კიდევ უფრო მცირდება.


ეს ჯანდაცვის სისტემის დიდი წარუმატებლობაა, თუმცა ჩვენს ხელისუფლებას პოლიტიკურად არ აწყობს ამ საკითხზე საუბარი, სწორედ ამიტომ დუმს.  გარდა ამისა, ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის მამა ამირან გამყრელიძეა, ეს ბერკეტი აუცილებლად გასათვალისწინებელია, ვინაიდან, მას შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნეგატივი იყოს მისი შვილის კანტორის მიმართ“, - განმარტა სერგო ჩიხლაძემ.



2015 წელს, სწორედ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით, GHG ჯგუფმა 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა, რომელიც სამედიცინო პერსონალის გადამზადებას და კლინიკების ტექნიკურ აღჭურვას უნდა მოხმარებოდა. თუმცა, როგორც სერგო ჩიხლაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, დიდი ალბათობით, ეს თანხა არ მოხმარებია ინფრასტრუქტურის განვითარებას, ექთნების პირობების გაუმჯობესებას და მათ გადამზადებას, რადგან ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დღის წესრიგში ისევ დგას.


„ზუსტად როგორ დაიხარჯა ეს თანხა ჯანდაცვის ჯგუფმა უნდა გაგვცეს პასუხი, მათ უნდა წარმოადგინონ ზუსტი ანგარიში. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ ფაქტებით, სამწუხაროდ, არც მკურნალობის ხარისხი და ექიმების პირობები გაუმჯობესებულა, არც ექიმები გადამზადებულან. დიდი ალბათობით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს თანხა არ მოხმარებია ინფრასტრუქტურის განვითარებას, ექთნების პირობების გაუმჯობესებას და მათ გადამზადებას. ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დღის წესრიგში ისევ დგას. ეს თანხა ძირითადად დივიდენდების გაცემას და მეწილეების ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას მოხმარდა. ძალიან საინტერესო და აუცილებელიცაა, ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადება და ანგარიშის წარმოდგენა.


სულ რომ თავი დავანებოთ 100 მლნ-ის ინვესტირებას ან ბირჟის ამბავს, წლებია ვსაუბრობთ „ევექსზე“, როგორც ყველაზე მსხვილ მოთამაშეზე. ეს მონოპოლიური სისტემა ამცირებს ხარისხს და კონკურენციას, ფასებს კი ზრდის. აღნიშნული პრობლემა „ევექსის“ შიგნითაც არსებობს, შიდა პრობლემები წლებია გროვდება, მათ შორის ფინანსური. რა თქმა უნდა, 100 მილიონიც ვერ გადაფარავდა ამ პრობლემებს, მითუმეტეს, როცა მოზიდული კაპიტალი დივიდენდებს და მეწილეების ფინანსურ ინტერესებს ხმარდება და არა სისტემის გაჯანსაღებას. ზოგადად, მონოპოლიური სქემა, სულ უფრო და უფრო მეტ ფინანსურ რესურს მოითხოვს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


„კომერსანტი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up