ლონდონი და ბრიუსელი Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებებს ყოველდღიურად გამართავენ

ლონდონი და ბრიუსელი Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებებს ყოველდღიურად გამართავენ

access_time2019-09-16 23:15:01

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა Brexit-ი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მალე ლონდონსა და ბრიუსელს შორის ამ თემაზე შეხვედრები ყოველდღიურად გაიმართება.

 

ევროკომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯონსონმა იუნკერს ე.წ. „ბექსტოპის“ ალტერნატივა არ შესთავაზა. ტერეზა მეის მთავრობას და ევროკავშირის მიერ შეთანხმებულ ხელშეკრულებაში საზღვარზე ხისტი ზომების მიღების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ზომებია (ე.წ. „ბექსტოპი“) გათვალისწინებული. ჯონსონს შეთანხმებიდან ამ პუნქტის ამოღება სურს.

 

ამის მიუხედავად, დაუნინგ-სტრიტზე შეხვედრას კონსტრუქციული უწოდეს. ჯონსონმა კი დასძინა, რომ შეხვედრების შედეგის მიუხედავად, ლონდონი ბრიუსელს ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადატანას აღარ მოსთხოვს.


 

ჯონსონისთვის ეს პირველი შეხვედრაა იუნკერთან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რანგში.

 

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

 

Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა. 9 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხისტი Brexit-ის წინააღმდეგ ლორდთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა.


imedinews.ge




„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია "თიბისი ბანკის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. ცვლილება უკვე აისახა...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა
access_time2020-01-25 13:30:14
  ახალმა კორონავირუსმა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, შეამცირა ინვესტორების ენთუზიაზმი ჩინური საფონდო ბაზრისადმი, რომელიც ბოლო თვეებში სწრაფად იზრდებოდა.   დანაკარგებს ძირითადად ითვლიან სამომხმარებლო ბაზრის მოთამაშეები, ტუროპერატორები, და ავიაკომპანიები.   საფონდო ინდექსი FTSE China A50, რომელიც ასახავს ჩინეთის 50 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციას, 22 იანვარს შემცირდა 1,7%-ით, რაც არის ბოლო 6 თვის ყველაზე ძლიერი...


მსგავსი სიახლეები

up