ლონდა თოლორაია - პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით დაჯარიმდა 65 და გაფრთხილება მიეცა 70 ორგანიზაციას, გაიცა 195 დავალება და რეკომენდაცია

ლონდა თოლორაია - პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით დაჯარიმდა 65 და გაფრთხილება მიეცა 70 ორგანიზაციას, გაიცა 195 დავალება და რეკომენდაცია

access_time2020-07-14 21:20:49

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში.

 

სახელმწიფო ინსპექტორმა თავის მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა 2019 წელს სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე.

 

„სამსახური რეაგირებას ახდენდა არა მხოლოდ მოქალაქეთა განცხადებებზე, არამედ საკუთარი ინიციატივითაც სწავლობდა მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხებს. წინა წელთან შედარებით გაზრდილია როგორც მოქალაქეთა მომართვიანობა (422-მა პირმა მომართა სამსახურს), ასევე სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებების რაოდენობა. სულ ჩატარდა 156 საჯარო და კერძო დაწესებულების შემოწმება. პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 96 შემთხვევაში დაეკისრა კერძო ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს, ხოლო 39 შემთხვევაში – საჯარო დაწესებულებას.


 

გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისა და მოქალაქეთა უფლებების რეალიზების მიზნით სამსახურმა საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის და სხვა მონაცემთა დამმუშავებელ პირებზე გასცა 195 დავალება და რეკომენდაცია. დაჯარიმდა 65, ხოლო გაფრთხილება მიეცა 70 მონაცემთა დამმუშავებელს. საჯარო დაწესებულებები და კერძო ორგანიზაციები მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სამსახურის მიერ გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულებას, რაც ცხადია აუმჯობესებს ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

1 TV





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up