ყაზახური ფინტექის Kaspi ლიდერმა მიხეილ ლომთაძემ 18 ნოემბერს უმდიდრესი ქართველის ტიტული ბიძინა ივანიშვილს დაუთმო და ამ უკანასკნელს $30 მლნ-ით ჩამორჩება.
Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგის მონაცემებით, ლომთაძემ ბოლო დღე-ღამეში $71 მლნ დაკარგა და უმდიდრეს ადამიანთა სიაში 491-ე ადგილზე გადაინაცვლა $6,07 მლრდ-ით.
ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის ქონება არ შეცვლილა და ის $6,1 მლრდ-ით 487-ე ადგილზეა.