ლომონოსოვის უნივერსიტეტიდან აქციამდე “სირცხვილია“ - რით დაგვამახსოვრა თავი გიორგი გახარიამ

ლომონოსოვის უნივერსიტეტიდან აქციამდე “სირცხვილია“ - რით დაგვამახსოვრა თავი გიორგი გახარიამ

access_time2019-09-03 14:00:13

ჯერ კიდევ შს მინისტრის და მომავალი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მოღვაწეობის მთავარ ლაქად ე.წ „გავრილოვის ღამე“ რჩება. 20 ივნისის ღამეს პირველმა პოლიციელმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების დაშლის ბრძანება გასცა და მათ წინააღმდეგ რეზინისა და კაუჩუკის სტაფილოსფერი ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის დაშლის დროს კლინიკებში გადაიყვანეს 240 მოქალაქე, აქედან 80 სამართალდამცველი. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.


ამ დღის შემდეგ პარლამენტის წინ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია „სირცხვილია“ მიმადინარეობს.



საზოგადოების პროტესტის ფონზე მოუწევს დღეს საკანონმდებლო ორგანოს გიორგი გახარიას დაწინაურებაც.



გახარიას ბიოგრაფიული შტრიშები


გახარიას სამუშაო კარიერა SFK Group -ის გენერალური დირექტორობიდან დაიწყო, შემდეგ იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში; ამის შემდეგ მისი მოღვაწეობა იწყება საქართველოში - 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2014 წლის დეკემბერი - 2016 წლის სექტემბერი – ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2016 წლის ნოემბერიდან ერთი წელი ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სავარძელი; 2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე კი არის საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი.


გახარიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1994-2000წწ.-ში კი - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, არის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. 2002-2004 წწ-ში ამავე უნივერისტეტში სწავლობდა ბიზნეს სკოლაში და არის ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA).



რით დაგვამახსოვრა თავი პირველმა პოლიციელმა


20 ივნისის ღამეზე დასაწყისში ვისაუბრეთ, თუმცა გახარიას, როგორც შს მინისტრის სახელს არაერთი გახმაურებელი და გამოუძიებელი საქმე უკავშირდება. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, ბასიანის სპეც ოპერაცია, ია კერზაიას საქმე, თიბისი ბანკის საქმე, ზუგდიდში ჩატარებული არჩევნები და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეც ოპერაცია.
ძალოვანი მინისტრის პირველი ქვაკუთხედი ხორავას ქუჩის საქმეა. 2 არასრულწლოვნის მკვლელობა და დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი დამნაშავე. სხვადასხვა ვერსიებისა და დაკავებების ფონზე პასუხგაუცემელი რჩებოდა კითხვები, ვინ ჩაიდინა დანაშაული, რამდენი მონაწილე და რამდენი ცივი იარაღი ფიგურირებდა საქმეში. ვის აფარებდა ხელს გიორგი გახარია. მოკლული სარალიძის ოჯახი სწორედ მაღალჩინოსნების პირად ინტერესებზე მიუთითებდა და საქმეზე სიმართლის დასადგენად დიდი ხნის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდა.


სპეცოპერაცია კლუბებში - 2018 წლის 12 მაისის ღამეს სპეცნაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი-ში შეიჭრა. სპეცოპერაციის შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და ათეულბით მონაწილე დააკავა. შს სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირები დააკავა.


12 მაისის ღამესვე, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე პირველად გაისმა შს მინისტრის გახარიას და მისი მიადგილის გადადგომის მოთხოვნა. მაშინ გახარია აქციაზე მივიდა და მხოლოდ ბოდიშით შემოიფარგლა. რატომ დადგა კლუბებში შეჭრის საჭიროება, ამ კითხვაზე პასუხი ძალოვნებს არ გაუციათ.


დარბევას უკვე ია კერზაიას საქმე მოჰყვა. სიკვდილი არჩევნების გამო, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. ამას კი წინ, სკოლაში ინსპექტირების ჯგუფის შესვლა უძღოდა. საქმეს კერზაიას ოჯახი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა, თუმცა საქმე დანაშაულის ნიშნების არქონის გამო, ისე დაიხურა, რომ კერზაიას შვილი გახარიას უწყებას დაზარალებულადაც კი არ უცვნია.


სპეცნაზმის გამოყენება რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით „გავრილოვის ღამემდე“ გახარიამ პირველად პანკისის ხეობაში გამოსცადა. ძალოვანმა მინისტრმა ჰესის აშენების წინააღმდეგ მიმართული ადგლობრივების პროტესტის გამო იფნრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნით შეიყვანა. პანკისელების დასაშლელად ძალოვანებმა სპეციალური საშვალებები ორჯერ გამოიყენა. საბოლოოდ, გახარია ხეობაშ ჩავიდა და მოსახლეობას მოლაპარაკებებს შეჰპირდა. თუმცა ამის შემდეგ, არც თვითონ და არც სხვა თანამდებობის პირები პანკისში აღარ გამოჩენილან.


გახარიას საქმეს უკავშირდება ცნობილი სამპუნქტიანი მუქარის წერილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისადმი და გაუხსნელი კიბერ შეტევა თიბისი ბანკზე. დღემდე არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული.



ნათია კეკენაძე






27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია
access_time2020-11-27 18:00:38
ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში - რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები. რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს. „კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი...

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება
access_time2020-11-27 14:45:22
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31...


მსგავსი სიახლეები

up