ლომბარდები მომსახურე ბანკებისგან საშეღავათო პერიოდს ითხოვენ-„სექტორი კლიენტებისთვის პროცენტის შეჩერებას ვერ ახერხებს, მოსახლეობა კი დღითიდღე გადახდისუუნარო ხდება“

ლომბარდები მომსახურე ბანკებისგან საშეღავათო პერიოდს ითხოვენ-„სექტორი კლიენტებისთვის პროცენტის შეჩერებას ვერ ახერხებს, მოსახლეობა კი დღითიდღე გადახდისუუნარო ხდება“

access_time2020-03-26 16:00:06

ლომბარდები მომსახურე ბანკებისგან, საშეღავათო პერიოდის სახით დახმარებას ითხოვენ.  კერძო სექტორი, თავიანთი კლიენტებისთვის პროცენტის შეჩერებას ვერ ახერხებს, მოსახლეობა კი დღითიდღე გადახდისუუნარო ხდება.

 

ლომბარდის მესაკუთრე ნატალია გძელიშვილი ამბობს, რომ მისი ლომბარდი არ არის ორიენტირებული, საკუთარ კლიენტებს ოქროს ნივთები, რომლის პროცენტსაც ვეღარ იხდიან, გაუყიდოს, თუმცა, შექმნილი გარემოების გამო  ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.

 

„ჩვენ იმიტომ ვმუშაობთ, რომ მართლა გაჭირვებულმა ადამიანმა, რომელიც ყოველგვარი ფულადი სახსრების გარეშე დარჩა, დროებით თავისi ოქრო ჩააბაროს და ფულად აქციოს, შემდეგ კი ისევ დაიბრუნოს. ამ ეტაპზე ვერც გაყიდის იმიტომ, რომ ბირჟები არ მუშაობს, ჩვენ კი ვერხმარებით, თუმცა,არ ვართ ორიენტირებულები, რომ მათ ეს ნივთები დაკარგონ.


თუ ჩემი მომსახურე ბანკები გამიკეთებენ რაიმე შეღავათს, ძალიან კარგი იქნება, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხებ ჩემს კლინეტებს შეღავათი გავუწიო  ამ გამოუვალი მდგომარეობის დროს.  ბევრმა სამსახური უკვე დაკარგა, ბევრის ბედი გაურკვეველია ამიტომ ბანკებისგან საშეღავათო პერიოდი ძალიან გვჭირდება.მე და სხვა ლომბარდები ცუდ დღეში ვართ,  ბანკის პროცენტის გარდა გვაქვს სხვა ხარჯი,  გვყავს თანამშრომელი, რომელიც უნდა შევინახოთ, იჯარაზე არავინ შეღავათს არ გვიკეთებს. ამიტომ ვითხოვთ ბანკებისგან დახმარებას.“-ამბობს ნატალია გრძელიშვილი.

 


ბანკისგან საშეღავათო პერიოდი სჭირდება, თუმცა, სკეპტიკურად უყურებს საკითხს, შპს. ვერელ-ის მესაკუთრე. ის დარწმუნებულია, რომ ამ დათმობაზე ბანკები არ წამოვლენ, იმის მიუხედავად, რომ კერძო სექტორი კრიზისულ მდგომარეობაშია და მოსახლეობაც პროცენტს უკვე ვეღარ იხდის.

 

“ხალხი მოდის და საშეღავათო პერიოდს მთხოვს, რადგან დალომბარდებული  ნივთის პროცენტს ვერ იხდის. სამსახური აღარ აქვთ და უშემოსავლოდ დარჩნენ,  მესმის მათი, თუმცა, ჩემი ვალდებულებების გამო, რომელიც ბანკთან მაქვს და რომლის საშუალებითაც ლომბარდს ვამუშავებ, ვერ ვახერხებ მათთვის, საშეღავათო პერიოდის გაწევას. ამ დათმობაზე არც ბანკები არ წამოვლენ, როგორც ეს ფიზიკური პირების სესხების შემთხვევაში გააკეთეს.“-ამბობს შპს. „ვერელ“-ის მეპატრონე.


შეგახსენებთ, რომ ლომბარდებმა ბანკებისგან საშეღავათო პერიოდი მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მოსახლეობას  თავიანთ დალომბარდებულ ნივთებზე   პროცენტის გადახდა გაუჭირდათ. 


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up