ლოლაძეების ფერმის წარმოებულმა ეგზოტიკურმა ხილმა იმპორტი ნაწილობრივ ჩაანაცვლა

ლოლაძეების ფერმის წარმოებულმა ეგზოტიკურმა ხილმა იმპორტი ნაწილობრივ ჩაანაცვლა

access_time2021-02-10 17:30:00

“ლოლაძეების ფერმის” წარმოებულმა ეგზოტიკურმა ხილმა იმპორტი ნაწილობრივ ჩაანაცვლა. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ განაცხადა, კივანოს შემთხვევაში მომხმარებელმა უპირატესობა სრულად ადგილობრივ პროდუქციას მიანიჭა.

 

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ წარმოება, კივანოს იმპორტი სრულად შეწყდა. მიზეზი კი ის არის, რომ შემოტანილი პროდუქცია აღარ იყიდებოდა. ბუნებრივია, მათ შემთხვევაში საკმაოდ დიდი იყო ტრანსპორტირების ხარჯი, შესაბამისად, ფასში კონკურენცია ვერ გაგვიწიეს,“ - აცხადებს ლაშა ლოლაძე.

 

რაც შეეხება ფიზალისს, ამ შემთხვევაში ადგილობრივი პროდუქციის ჩანაცვლება მინიმალურია. ამიტომ გაგრძელდა იმპორტი კოლუმბიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

როგორც ლაშა ლოლაძე განმარტავს, ქართველები, თავისი კონსერვატორული ხასიათიდან გამომდინარე სიახლეს შედარებით რთულად იღებენ. ასე მოხდა ეგზოტიკური ხილის შემთხვევაშიც.

 

„ყაბაყი რომ შემოდიოდა ბაზარზე, რამდენიმე წელი რთულად იყიდებოდა. შესაბამისად, ყველაფრის შეგუებას დრო სჭირდება,“ - აცხადებს ლოლაძე.

 


“ლოლაძეების ფერმა” 2021 წელს ასორტიმენტის გაფართოებას არ გეგმავს და აქცენტი კულინარიული ხაზის განვითარებაზე ექნება. კომპანიის თანამდაფუძნებელი განმარტავს, რომ ლაგოდეხში მოყვანილი ფერმის სხვადასხვა პროდუქცია “აგროჰაბსა“ და “გუდვილში“  იყიდება.

 

„ლოლაძეების ფერმა“ საქართველოს ბაზარზე ეგზოტიკურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, მათ შორის, მინი კივს, ოკრას, პეპინოს, კივანოს, ფიზალისს და შავ სიმინდს  უკვე 6 წელია აწარმოებს.

 

საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ლოლაძეების ფერმის“ კივანოს პროდუქციას, რომელიც იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისთვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში. პროდუქტი გამოიყურება, როგორც 10–15 სმ სიგრძის ეკლებიანი გოგრა, მისი რბილობი მწვანეა და უმეტესად გრძელი, 5–10 მმ სიგრძის მქონე თეთრი თესლები აქვს. საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად.

 

რაც შეეხება პეპინოს, „ლოლაძეების ფერმაში“ ეს ხილი 2020 წელს პირველად მოხვდა ტექნოლოგიურ დამუშავებაში. ოკრა კი ერთწლიანი კულტურაა. მცირე ზომის უბუსუსებო მინი კივის პლანტაციები ლაგოდეხში პირველად 15 წლის წინ დაირგო. მინი კივი ტრადიციულისგან არა მხოლოდ ზომით, არამედ გემო თვისებებითაც განსხვავდება. ამასთან, პროდუქტს არ აქვს ბუსუსები და მისი დაგემოვნება კანითაც შესაძლებელია.

 

კომპანიას გამოჰყავს მინი კივის ნერგებიც, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია სხვადასხვა რეგიონებში, განსაკურებით, მაღალმთიან რეგიონებში. რაც შეეხება ექსპორტს, წარმოებული პროდუქციის რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა. ჯამში ლოლაძეების ფერმა 10 ჰექტარს მოიცავს.

 

ფიზალისის, იგივე ოქროსფერი კენკრის წარმოება „ლოლაძეების ფერმაში“ 2019 წელს დაიწყო. მას ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ, მდიდარია A, B და C ვიტამინებით. გარდა ამისა, მისგან ამზადებენ მარინადს.

 

 

წყარო: ბიზნესპარტნიორი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up