„ლოკოკინების ბიზნესში  ჩართვა საქართველოს სიღარიბიდან გამოიყვანს“ -  ინტერვიუ „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელთან

„ლოკოკინების ბიზნესში ჩართვა საქართველოს სიღარიბიდან გამოიყვანს“ - ინტერვიუ „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელთან

access_time2019-10-11 19:00:45

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ შეიქმნა.ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,260,000 ლარი მიიღო.ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.


 რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ლოკოკინების ბიზნესს, რამდენ წელში გეგმავს ჩადებული ინვესტიციის ამოღებას ინვესტორი, გეგმავს თუ არა გაფართოებას და რა მიმართულებით, აღნიშნულ თემებზე „კომერსანტთან“ „ნადი გრუპის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ნადარაია საუბრობს.


საიდან გაჩნდა ლოკოკინების ბიზნესში შესვლის იდეა და ამ მიმართულებით რატომ დაინტერესდით?


ვფიქრობდით, რაიმე განსახვავებული გაგვეკეთებინა.მოვიძიეთ და შევისწავლეთ სხვადასხვა სახის აგრობიზნესები, მათ შორის მოლუსკები, რადგან ცნობილია, რომ ეს მიმართულება ერთ-ერთი მომგებიანი ბიზნესია. დავიწყეთ კვლევა და მივადექით ლოკოკინებს. აღმოჩნდა, რომ ეს საქმე ყველაზე პერსპექტიულია იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში 200%-ითაა გაზრდილი მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილება. საუბარია, ძირითადად, ევროკავშირზე.


ამ მიმართულებით ადრე რატომ არ დაინტერესდით და სად ხდება პროდუქციის რეალიზაცია?


საქართველოს ბაზარი პატარაა, ევროკავშირი კი აქამდე არ იყო გახსნილი.  გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულებიდან დღეს უკვე სხვა შესაძლებლობები გვაქვს. ამან განაპირობა ის,რომ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე. ჩვენი წარმოების 100%-ი ექსპორტზე გავა.დღევანდელი მდგომარეობით, რეალიზაცია იტალიის ბაზარზე  მოხდება.მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფრანგეთთან და პოლონეთთანაც.  


 გვყვავს იტალიელი პარტნიორი, რომელიც ჩვენგან შეისყიდის ლოკოკინას ხორცს და მოამარაგებს როგორც რესტორნებს, ისე სუპერმარკეტებს,ეს პარტნიორი უშვებს მედიკამენტებს და  პარფიუმერულ მალამოებსაც.

 

თუ შეიძლება წარმოების მოცულობებზე რომ ვისაუბროთ,რა ფართობზეა ფერმა გაშენებული და წლის განმავლობაში რა ოდენობის პროდუქციას აგზავნით საექსპორტოდ?

 

-6 ჰექატრზე გაშენებულ ფერმაში  წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის ხორცის წარმოებააა დაგეგმილი. მაისში, კომპანია „ნადი გრუპმა“  წარმოებული 5 ტონა ლოკოკინა უკვე გაიტანა იტალიაში, წლის ბოლოს დაგეგმილია მეორე პარტიის გატანა, საუბარია 15 ტონაზე.

 

რა ფასად იყიდება 1 კილო და ქართული წარმოების ლოკოკინა საერთაშორისო ბაზარზე რამდენად კონკურენტუნარიანია?

 

-ჩვენი პროდუქცია ხარისხითაც და ფასითაც მიმზიდველია. საქართველოში ლოკოკინის წარმოებას დაბალი თვითღირებულება აქვს. ევროპისგან განსხვავებით იაფი მუშა-ხელია, მიწის გადასახადის დაბალი პროცენტია და ზოგადად, გადასახადების დაბალი განაკვეთებია. დღეს  ევროპის ბაზარზე მაგალითად, 1 კილო ლოკოკინის ფასი 5 ევროა, სამაგრელოში წარმოებული კი 3 ევრო ღირს. ხარისხით ევროპულს არანაირად არ ჩამოვრჩებით. ახალი თაობა რომ გაჩნდება, 8 თვეა საჭირო იმისთვის, რომ გასაყიდად ვარგისი  იყოს.


 

-ფერმა,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსერთიანი აგროპროექტისფარგლებში  დაფინანსდა. გასაგებია რომ ეს შეღავათიანი სესხია და მიმზიდველია, თუმცა, ამ პროექტის გარშე, უშუალოდ საფინანსო  ინსტიტისგან რატომ არ აიღეთ სესხი?


ბანკი ამ შემთხვევაშიც ჩართულია ,მან შეღავათიანი კრედიტი გამოყო, მთავრობა კი პროცენტის ნაწილს აფინანსებს. ეს ჩვენ გვაწყობს. აგრობიზნესი ყოველთვის დიდ დანახარჯებს ითხოვს და ამიტომ, დიდი ინვესტიციები ადვილი განსახორციელებელი არ არის. მითუმეტეს,თუ საბანკო პროცენტი იმ ოდენობისა იქნება (12-13%), როგორიც საქართველოშია. ეს განაკვეთები აგრობიზნესს ძალიან მძიმედ აწევს. ამიტომ გადავწყვიტედ სახელმწიფოს მხარდაჭერით გვესარგებლა.

 

რისკები ყველა საქმეში არსებობს, განსაკუთღებით ბიზნესში. ლოკოკინების წარმოება რა რისკებთანაა დაკავშირებული?


ძირითადი რისკია ის,რომ ფერმერი ვინც ამას დაიწყებს ზარმაცი არ იყოს.სხვა რისკები ნულოვანია. ამინდის რისკი ყოველთვის არსებობს.სადაც სეტყვა იცის ხშირად, იქ გაშენება რეკომენდირებული არ არის. უარყოფითი ტემპერატურაც არ უნდა იყოს, -8 გრადუსს ეს წარმოება  იტანს.


სამომავლოდ, ფიქრობთ თუ არა გაფართოებას?


კომპანია ინვესტიციების დაფარვის პარარელურად, გაფართოებასაც გეგმავს.  ამ დრისთვის უკვე განახორციელდა ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია, მომავალი წლისთვის კი 70 000 ევროს ინვესტირება იგეგმება.


დაგეგმილია ფარმაცევტული  და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო  ნედლეულის წარმოებაც. საუბარია, ლოკოკინის ლორწოზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს.  ჩვენი იტალიელი პარტნიორი შეისყიდის სრულიად და მას პარფიუმერული საშუალებების წარმოებაში გამოიყენებს.


გარდა ამისა,გვინდა პროექტში სხვა ფერმერებიც ჩავრთოდ და ერთიანი ქსელი შევქმნათ. საუბარია,მთელი საქართველოს მასშტაბით ფერმერების ქსელის შექმნაზე, რომელიც მიწის კვლევიდან დაწყებული, ბიზნესის პროექტირებით, ლოკოკინების ფერმების მოვლით და სამომავლოდ, პროდუქციის რეალიზებაში დახმარებასაც გულისხმობს. ფერმერებს, ვისაც აქვთ სურვილი დაიწყონ ლოკოკინის ბიზნესი,აქვთ მინიმუმ 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართი და შეუძლიათ მოიძიონ ინვესტიცია 4 000 ევროს ოდენობით, შეუძლიათ კომპანია „ნადი გრუპს“ მიმართონ.


ეს მიმართულება საქართველოში ახალია, ამიტომ დაინტერესებულებს ჩაუტარებთ სწავლებები იმაზე, თუ როგორ მოუარონ ლოკოკინას. მათი იქნება მიწა, სურვილი და ინვესტიცია, რომელიც  2 წელიწადში ამოღებული იქნება. ინვესტიცია ნახევარი მილიონი ევროს ოდენობით ჩავდეთ.

 

-ანუ საქართველოში ამ ბიზნესს პოტენციალი აქვს, ღირს ლოკოკინების ბიზნესის დაწყება?

 

-არამარტო ღირს, ჩვენ საქართველოში  ამ ბიზნესით ვხედავთ სიღარიბის აღმოფხვრის საშუალებას. აგრობიზნესში, მემცენარებაში მოსავალს 5 წელიწადში იღებ, აქ გაშენებიდან მერვე თვეს გაქვს შედეგი.ჩვენი ქვეყნისთვის ეს მიმართულება ძალიან პერსექტიულია. დასავლეთ საქართველოს კლიმატი კი ზედმიწევნით კარგია.

 

საქართველოში, ხშირად,  საკმაოდ პრობლემურია საერთაშორისო სერთიფიკატის გამცემი ლაბორატოების არ არსებობა. ეს კი ქართულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე ბარიერებს უქმნის. საჭიროებს თუ არა ლოკოკინა გატანისას ლაბორატირიულ შემოწმებას და  რა ხდება თქვენს შემთხვევაში?

 

-სხვათაშორის, ლოკოკინა ისეთი პროდუქტია, რომელიც ლაბორატორიულ შემოწმებას არ საჭიროებს. ეს ცხოველი არ არის არანაირი ავადმყოფობის გადამტანი, ის არის ძალიან მედეგი, ამიტომ მას, ევროპაში გასატანად  სჭირდება მხოლოდ ვეტერინარული ცნობა და წარმოშობის სერთიფიკატი.

 

თქვენვე ახსენეთ, რომ ლოკოკინის ბიზნესი  საქართველოსთვის უცხო და ახალი მიმართულებააა. ამის გათვალისწინებით, როგორ მოიძიეთ კადრი?

 

ჩვენი პარტნიორი კომპანიაა იტალიის მოლუსკების ინსტიტუტი, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად ჩვენ ვამზადებთ კადრებს, მათი მონიტორინგის ქვეშაა ფერმა და მათი სერთიფიცირების ქვეშ ვმუშაობთ ევროკავშირის ბაზრისთვის. ჩვენი სწავლებები სრულიად უფასოდაა,რადგან დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ საქართველოში ერთიანი ქსელი შეიქმნას და ყველა ფერმერი ჩვენი ქოლგის ქვეშ იყოს.

 

ბიზნესში ამ დროისთვის უკვე ჩადეთ ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია. ფერმა დაზღვეულია?

 

-არ გვაქვს დაზღვეული, რადგან იმ ტერიტორიაზე სადაც ჩვენი ფერმააა, არანაირი ბუნებრივი რისკები არ არის. ფაროსანაც კი  ვერ ვნებს, სეტყვა არ იცის. ამიტომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ.ტვირთებს ვაზღვევთ გაგზავნის დროს.

 

სოფო ქსოვრელი 

 






„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-17 22:40:06
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა...

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...


მსგავსი სიახლეები

up