Samsung-ი და SONY საქმიანი შეხვედრებისთვის Best Western Sairme-ს ირჩევენ - კურორტი საირმე საქმიანი ტურიზმის განვითარებას გეგმავს

Samsung-ი და SONY საქმიანი შეხვედრებისთვის Best Western Sairme-ს ირჩევენ - კურორტი საირმე საქმიანი ტურიზმის განვითარებას გეგმავს

access_time2019-05-16 14:30:17

„საირმის კურორტის მიმართ ინტერესი იზრდება., ვხედავთ, რომ ამ ადგილით ბევრად მეტი ტურისტი ინტერესდება . ამ ეტაპზე  ჩვენი აქტიური მომხმარებლები არიან  რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ტურისტები, თუმცა წელს  დიდ ნაკადს არაბული ქვეყნებიდანაც ველოდებით.  რა თქმა უნდა, ევროპაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ქუთაისის აეროპორტის ახლომდებარეობა ამაში ხელს ძალიან გვიწყობს,“ - აცხადებს კურორტ „საირმის“ მარკეტინგული განყოფილების უფროსი ნინო გელაძე.


როგორც კურორტის წარმომადგენელი ამბობს, ტურისტულ სფეროში პრიორიტეტი ამ ეტაპზე საქმიანი ტურიზმის განვითარებაა და ამ მხრივ დაინტერესებაც შეინიშნება. მთავარი სიახლე კი ისაა, რომ კურორტზე ახალი სასტუმროს Best Western Sairme-ს ემატება სარელაქსაციო ზონა ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის, სადაც მოეწყობა საპიკნიკე ზონა,  ბარები, კოცონის ირგვლივ ადგილები.


„გავდივართ საქმიანი ტურიზმის ბაზარზე, რომელიც გულისხმობს  კორპორატიულ ღონისძიებებს.  ჩამოდიან ლოკალური და მსხვილი უცხოური კომპანიები, როგორებიცაა  Samsung-ი, SONY. ისინი  საქართველოს საქმიანი შეხვედრისთვის და სხვადასხვა აქტივობებისთვის  ირჩევენ - ესენია ჯგუფები თავისი საკონფერენციო მომსახურებით, თიმბილდინგით და  საირმის ტერიტორიაზე გარკვეულ აქტივობებსაც ატარებენ. ჩვენ ამ ბაზარზე აქტიურად შევდივართ.საქმიანი ლოკალური  ღონისძიებები წელს ბევრად მეტია ვიდრე შარშან. რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს,  მიმდინარეობს საქმიანი მოლაპარაკებები, ვიღერბთ მოთხოვნებს და ველოდებით დადასტურებას.“ - აღნიშნა ნინო გელძემ.



ამ ეტაპზე საირმის კურორტზე სასტუმროს ნომრის საშუალო ფასი ორ ადამიანზე, სამჯერადი კვებით 250 ლარია, ხოლო სეზონის დაწყების შემდეგ, ანუ 15 ივნისიდან, ნომრების ღირებულება გაიზრდება და 350 ლარი გახდება.

4- ვარსკვლავიანი სასტუმრო საირმე 152 ნომერს აერთიანებს და 390 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

გასულ წელს,კონკრეტულად, რამდენ ტურისტს მოემსახურა საირმის სასტუმრო , მენეჯერი ამას  არ ამბობს. 

მარიამ მორგოშია






გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up