ცუდი რეპუტაცია, არაკვალიფიციური კადრები, მართლმსაჯულების და ლოგისტიკის პრობლემა - რა უშლის ხელს ინვესტიციების მოზიდვას

ცუდი რეპუტაცია, არაკვალიფიციური კადრები, მართლმსაჯულების და ლოგისტიკის პრობლემა - რა უშლის ხელს ინვესტიციების მოზიდვას

access_time2020-05-19 10:50:50

„ინვესტორებთან დაკავშირებით ძალიან რთული ვითარებაა. აქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ხელს გვიშლის, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ, ამის პრობლემა პანდემიამდეც არსებობდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაცემული იყო“, — განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.


მისივე თქმით, ლოგისტიკური, მიწის საკუთრების და სასამართლო სისტემის პრობლემების გარდა, ინვესტორების შემოსვლას ქვეყანაში, კვალიფიციური მუშახელის არარსებობაც უშლის. ქობულიას თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს, სახელმწიფო სტრუქტურებში ინვესტორებთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღების გადავადება და ქვეყნის ცუდი რეპუტაციაა.


„აქ არის რამდენიმე ობიექტური პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვერ ვწყვეტთ. ინვესტორი ლოგისტიკური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, თუ ის წარმოების დაწყებას დააპირებს, ასევე ჩვენ ვერ ვთავაზობთ ინვესტორს კვალიფიციურ მუშახელს, ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამები, განსაკუთრებით ტექნიკური სახის - მოსაგვარებელია, რაც ამ დრომდე ვერ გაკეთდა. ასევე მოსაგვარებელია მიწის საკუთრების საკითხები, რომელიც ვერ გადავწყვიტეთ. ეს ყველაფერი რომ შევკრიბოთ, რა დაგვრჩება ისეთი რომ ინვესტორს შევთავაზოთ? ის ხომ რაღაცით უნდა მოვიზიდოთ. კვალიფიცირებული მუშახელი არ გვყავს, საქართველო პატარა ქვეყანაა და არ არის ინვესტორისთვის საკმარისი ბაზარი, ვერც ექსპორტზე გაიტანს პროდუქციას ლოგისტიკის პრობლემების გამო და ამიტომ გვიჭირს ინვესტორის მოზიდვა. გარდა ამისა, ამ ყველაფერს დაერთო ურთულესი პრობლემა, ჩვენი ცუდი რეპუტაცია და გაუმართავი მართლმსაჯულების სისტემა.



ინვესტორი პირველ რიგში გადის კონსულტაციას ელჩთან და ეკითხება საქართველოს შესახებ, ძალიან ხშირად არ გვაქვს კარგი შეფასება. ეს სისტემური პრობლემები უნდა გადავჭრათ და რეპუტაცია აღვადგინოთ, რომ ჩვენ გვენდონ. დღეს გვაქვს შესანიშნავი დასკვნები მსოფლიო ბანკისგან, რომ ბიზნესის კეთება მარტივია და ეს მართლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის დანარჩენი საკითხები რაც ვახსენე ყველაფერს გვიფუჭებს. კიდევ ერთი საკითხი, სახელმწიფო სტრუქტურებში ინვესტორებთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღება თვეების მანძილზე არ წყდება, ეს იმიტომ რომ იქ არიან არაკვალიფიციური კადრები და დემოტივირებული ხალხი, გარდა ამისა სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიღება ძალიან არაპოპულარული საკითხია, რადგან ამის გამო არავინ არავის შეაქებს, რადგან თვლიან რომ თუ ინვესტორთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღეს ეს კორუფციული სქემაა“,  განმარტავს გიორგი ქობულია.


აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2019 წელს $1.267 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, მთლიან ინვესტიციებში რეინვესტიციებზე მთლიანი ინვესტიციების 48%, ანუ $612.5 მილიონი აშშ დოლარი მოდის. ქვეყნების მიხედვით, 2019 წელს პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, საიდანაც $247.8 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც განხორციელებულმა ინვესტიციებმა $236 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა $132 მილიონის ინვესტიციებით.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up