Log-in Georgia - მსოფლიო ბანკის პროექტის ციფრული სერვისების ხელშეწყობის კომპონენტს კომუნიკაციების კომისია განახორციელებს

Log-in Georgia - მსოფლიო ბანკის პროექტის ციფრული სერვისების ხელშეწყობის კომპონენტს კომუნიკაციების კომისია განახორციელებს

access_time2020-09-01 17:00:01

ციფრული სერვისების სწორი გამოყენება, დისტანციური სწავლებისა და ტელემედიცინის განვითარება, ციფრული საფინანსო სერვისებისა და ელექტრონული კომერციის ხელშეწყობა, ტურიზმის, მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის გაფართოება - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ შესაძლებლობებისა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ციფრული ეკონომიკის განვითარებით მიიღებს. მსოფლიო ბანკის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში მოსახლეობისთვის ციფრული სერვისების ხელშეწყობის კომპონენტს კომუნიკაციების კომისია განახორციელებს. ინფორმაციას კომისია ავრცელებს.



„პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს 1000 სოფელს და 500 000 მოქალაქეს, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ფართოზოლოვან, მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდეს და ისარგებლოს ისეთი ციფრული სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, დისტანციური სწავლება, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.




კომუნიკაციების კომისია სამიზნე სასოფლო დასახლებებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობას ტრენინგებს ჩაუტარებს და განახორციელებს მიზნობრივი ინტერვენციების მხარდაჭერას დაუცველი ჯგუფებისთვის. კომუნიკაციების კომისია სპეციალური ტრენინგ-პროგრამებით დაეხმარება მოქალაქეებს, ტექნოლოგიების გამოყენებით, განივითარონ შესაბამისი ციფრული უნარ-ჩვევები და შეძლონ სახელმწიფოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისით სარგებლობა. ასევე, სამიზნე დასახლებულ პუნქტებში სპეციალური ღონისძიებები ქალების, ეთნიკური და სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ ინტერნეტითა და ციფრული სერვისებით სარგებლობის ხელშესაწყობად განხორციელდება. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შედეგად, სოფლის მოსახლეობა და რეგიონში მოქმედი საწარმოები უზრუნველყოფილი იქნებიან იმ თანაბარი შესაძლებლობებით, რითიც ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს.



გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიის მარეგულირებელი რეფორმებისა და პოლიტიკის მეშვეობით, ციფრული ეკონომიკის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, მოხდება სოფლების დაქსელვა, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ფართოხაზოვანი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. დარეგულირებული ფასები შესაძლებლობას მისცემს ინტერნეტპროვაიდერებს, სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს დაბალ ფასად მიაწოდონ მომსახურება, შედეგად კი, თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა ის უპირატესობა, რაც თან სდევს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა

სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა
access_time2021-08-04 12:22:42
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 აგვისტოს სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ–ის ცნობით, ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის...

ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

როგორ აპატარავებს ინფლაცია ხელფასს

როგორ აპატარავებს ინფლაცია ხელფასს
access_time2021-08-04 13:00:55
ინფლაციის განაკვეთმა ივლისში ბოლო 10 წლის რეკორდი მოხსნა და 11.9%-ს მიაღწია. პირველადი მოხმარების თითქმის ყველა პროდუქტზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც ლარში უცვლელად შენარჩუნდა, რეალურად გაღარიბდნენ. 2021 წლის ივლისის 1000 ლარი მსყიდველუნარიანობით გასული წლის ივლისის 895 ლარს გაუტოლდა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში რაიმე ნივთსა თუ მომსახურებას აბსოლუტური...

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია
access_time2021-08-04 12:00:55
თემურ ჭყონია „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მეტსახელის („ბოლი“. რედ.) გასაჯაროებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გუნდის შიგნით რა ხდება არ იცის, ხოლო გარეთ - ბიზნესმენთა წრეში, გახარიას ცუდი რეპუტაცია არ ჰქონდა.   „ნორმალური ბიზნეს-ომბუდსმენი იყო, არ მახსენდება შემთხვევები, ვინმეს რამე შეპირებოდა და არ შეესრულებინა. შეიძლება იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ჩემთვის უცნობია. როგორც წესი, ბიზნესომბუდსმენი ხელისუფლების მიერ ინიშნება, მაგრამ მისი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...


მსგავსი სიახლეები

up