სათამაშო ბიზნესს „ლობი“ იმ მოთამაშეების შემოყვანაშიც ეხმარება, რომლთაც საქართველოში შემოსვლა არ შეეძლოთ

სათამაშო ბიზნესს „ლობი“ იმ მოთამაშეების შემოყვანაშიც ეხმარება, რომლთაც საქართველოში შემოსვლა არ შეეძლოთ

access_time2019-05-07 13:01:14


“კომერსანტის” ინფორმაციით თბილისში შესაძლოა კიდევ ერთი დიდი კაზინო “ჯეველი” დაიხუროს. კაზინოს დახურვის შესახებ ინფორმაციას მისი წარმომადგენლები არ ადასტურებენ . მათი თქმით, სამორინეს წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით მეტი მოთამაშე აკითხავს.


 
როგორც “ჯეველის” წარმომადგენელმა “კომერსანტთან” საუბრისას აღნიშნა, სტუმრების ჩამოყვანას თავად უზრუნველყოფენ. 


“ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი კაზინო იხურება არ ვადასტურებთ. წინა პერიოდთან შედარებით, წელს ბევრად მეტი სტუმარი გვყავს , ამიტომ თამამად ვამბობთ , რომ  არ გვაქვს  კაზინოს დახურვის წინაპირობა. მოთამაშეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ რაც “ავიატორი “ დაიხურა. ჩვენი კაზინოს მოთამაშეების დიდი ნაწილი  მოწვეული სტუმრები არიან, ძირითადად ირანელები და მათ ჩამოყვანას კი  თავად ჩვენ ვუზრუნველყოფთ, იმისთვის, რომ საზღვარზე არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ. ეს არის ჩვენი ეტიკეტი. ეს ისეთი სტუმრები არიან უჩვენოდაც არ შეექმნებოდათ პრობლემა, საკმაოდ გავლენიან მოთამაშეებზეა საუბარი.” 



“კომერსანტთან” საუბრისას აფბას ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ სათამაშო ბიზნესს ლობირებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილება უპრობლემოდ მიიღონ, თუნდაც იმ სტუმრების შემოყვანა, ვისაც საქართველოს საზღვარზე გადმოსვლის უფლება აქამდე არ ჰქონიათ. 



 “სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს სხვა ქვეყნებიდან ძირითადად შემოჰყავთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც არიან საკმაოდ გავლენიანები და შეუძლიათ საკმაოდ ბევრი ფული თამამად დახარჯონ ამ სფეროში. თავად ბიზნესიც არ დახარჯავს დამატებით რესურს ისეთ სტუმარზე, რომლისგანაც ფინანსურ სარგებელს არ ელოდება.  სათამაშო ბიზნესს, რომ სახელმწიფოსთან პრობლემები ნაკლებად ექმნებათ ეს ცხადია, თუნდაც თამბაქოს კანონი რომ ავიღოთ, რომელიც მათზე არ ვრცელდება. რეგულაცია რეკლამის შესახებ, ამაზე დიდხანს მიდიოდა საუბარი, თუმცა ჩააგდეს კანონი. ამ ბიზნესს აქვს თავისი ძალა და ჰყავს თავის ლობი, რომელიც ახერხებს საკუთარი გავლენის შექმნას, შეიძლება ამ მიმართულებითაც იყენებენ გავლენას და გარკვეული რაოდენობის ხალხი, რომლებსაც არ შეეძლოთ შემოსვლა, საკუთარ თავზე იღებენ. თუმცა, ეს არა მგონია მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდეს,” - აცხადებს გიორგი კაპანაძე. 



რაც შეეხება კაზინოების დახურვას გიორგი კაპანაძის აზრით, “მიზეზი დიდი კონკურენციაა, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის მოგების მაჩვენებელი 10 მილიარდია, შესაძლოა ერთეული კაზინოების მოგების მაჩვენებელმა ვერ მიაღწია მათთვის სასურველს და ამის გამო დაიხურა და არა იმიტომ, რომ ფინანსური წაგება უფიქსირდებოდათ -  ეს არის ბიზნესი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და უდიდესი მოგება აქვს. დღეს უამრავი კაზინოა, შეიძლება ერთი ან ორი დაიხუროს, მაგრამ წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობა იხსნება. პრობლემის გამო ეს ბიზნესი არ იხურება, მიზეზია მაღალი კონკურენცია და იმ კონკრეტული მოგების მიღება ვერ მოახერხეს, რომელიც გამიზნული ჰქონდათ, თორემ კაზინო წაგებაზე არ მუშაობს,” - ამბობს გიორგი კაპანაძე.  



როგორც ცნობილია,  გასულ წელს ირანის მოქალქეებს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ, რის გამოც 2018 წლის 10 თვის განმავლობაში ირანის 1 949 მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, უარის თქმის მთავარი მიზეზი საბუთების წესრიგში არქონაა. 


ამის პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და  ურჩია თავის მოქალაქეებს, უარი თქვან საქართველოში სტუმრობაზე, თუკი   არ არის ამის აუცილებელობა. 
სპეციალისტების აზრით, მსგავსი მიდგომები  საქართველოში ტურიზმის განვითარებას   საფრთხეს უქმნის.


ნათია ლომიძე






პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს
access_time2019-07-18 17:30:46
IDS Borjomi Russia-მ წარადგინა ბრენდ „ბორჯომი“-ს ინოვაციური რებრენდინგი. 100-წლიან ისტორიის მქონე მინერალური წყალი ალუმინის ქილაში გამოჩნდა, რაც ბრენდისთვის რევოლუციის ტოლფასია. ამით „ბორჯომმა“ დაიპყრო ახალგაზრდა აქტიური აუდიტორია. ამჟამად მოვიდა დრო კიდევ ერთი თამამი ნაბიჯისთვის - ბრენდის განუმეორებელი და თამამი ხასიათი გამოიხატება ორიგინალურ გაფორმებაში. ყველასთვის ნაცნობმა შეფუთვამ მიიღო ახალი დიზაინი, შეიცვალა ეტიკეტის ფორმა და...

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად,  $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
access_time2019-07-18 16:30:34
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს. „კონცეფცია რამდენიმე თვის წინ...


მსგავსი სიახლეები

up