შეცვლის თუ არა  650 ათასი კრედიტორის ფინანსურ მდგომარეობას ე.წ. შავი სიის გაუქმება

შეცვლის თუ არა 650 ათასი კრედიტორის ფინანსურ მდგომარეობას ე.წ. შავი სიის გაუქმება

access_time2018-08-20 19:30:07


მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო „კრედიტ-ინფო“ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადადის. იცვლება საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი და უქმდება ე.წ. ნეგატიური სტატუსი, ანუ შავი სია აღარ იარსებებს. საფინანსო ორგანიზაციები სესხის გაცემისას მხოლოდ მომხმარებლის ფაქტობრივ მონაცემებს დაეყრდნობიან.


ბოლო სტატისტიკით, „კრედიტ ინფოს“ შავ სიაში დაახლობით 650 ათასი მოქალაქეა. 

 

„მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც ბანკების ე.წ. შავ სიაში არიან და ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გასულ კვირას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე განაცხადა. 

 

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით შემოდგომაზე საინტერესო წინადადებები იქნება წარმოდგენილი: „რაც განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, დაახლოებით 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს ნორმალური ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბარიერია, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს ბარიერია, რომელსაც გადაჭრა სჭირდება. ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და იმედს გამოვთქვამ, რომ შემოდგომაზე გვექნება ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 ამ ცვლილებების გაჟღერების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ „კრედიტ ინფოს“ შავი სია უქმდება, ყველა მომხმარებელს მოეხსნება „ნეგატიური“ სტატუსი და სესხების აღებას კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანასო ორგანიზაციებში დაუბრკოლებლად შეძლებენ.

 

„კომერსანტმა“ გაარკვია თუ რა მოხდება რეალურად მამუკა ბახტაძის დაანონსებული რეფორმის შემდეგ და რა გავლენას მოახდენს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც შავ სიაში არიან მოხვედრილები:

 

 „ახალი რეგულაციების თანახმად „კრედიტ-ინფო საქართველო“, ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ მოექცევა. ეს იქნება ნაწილობრ კარგი, იმიტომ რომ თუ ეს სტატისტიკა იქნება საჯარო, ინფორმაცია იქნება უფრო მეტად ხელმისაწვდომი. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენ მომხმარებელს აქვს ფინანსური სიდუხჭირე, რამდენი ადამიანია რეალურად ჭარბვალიანი და დაუცველი და რამდენ ადამინს აწვება ტვირთად მათ მიერ გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება,“ ეს შეფასება „კომერსანტთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტ-ანალიტიკოსმა ანა ალიბეგაშვილმა გააკეთა.

 


მისივე თქმი, „კრედიტ-ინფოს“ ბაზაში ინფორმაცია 2007 წლიდან დაგროვდა, როდესაც ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა აქტიურად დაიწყეს თანამშრომლობა:


„ ეს ჩანაწერები ითვლის 10 წელზე მეტხანს. „კრედიტ ინფოს“ მონაცემთა ბაზას არ აქვს წვდომა იუსტიციის სახლთან. შესაბამისი მონაცემები საჭიროებს განახლებას, რომ ვიცოდეთ ზუსტად ამ 600 ათასი ადამიანიდან თუნდაც რამდენია ცოცხალი. რეალურად რამდენ ადამიანზე მოდის ფინანსური ტვირთი. რადგან ნეგატიური სტატუსი რჩება როგორც ჩანაწერი და შეიძლება ეს მონაცემი იყოს მცდარი. ხდება უფრო ტერმინოლოგიის „შავი სიის“ და ნეგატიური სტატუსის გაუქმება.“

 

ანა ალიბეგაშვილის განმარტებით, „კრედიტ ინფოში“მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია შენარჩუნდება:

 

 „რაც შეხება მონაცემებს და ამ აკუმულირებულ ინფორმაციას „კრედიტ— ინფოში“ არ იცვლება. იქნება ერთი სტანდართული ამონაწერი, რომლის გახსნის შემთხვევაში კომერციული ბანკი, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუ ონლაინ სესხების გამცემი ნახავს თითოეული მომხმარებლის ქცევას წლების განმავლობაში. ნეგატიური ჩანაწერის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ხუთწლიანი, დადებითი ისტორიის შემთხვვაში კი 7 წლიანი პერიოდი თუ როგორ ფარავდა თითოეული მომხმარებელი სესხს და რამდენიმეწლიანი ვადაგადაცილება უფიქსირდება. აქვს თუ არა მიმდინარე ვადაგადაცილება. მთლიანობაში ჯამური ინფორმაცია უნდა მიიღოს ფინანსურმა ორგანიზაციამ და გადაწყვეტილება მსესხებლის დაკრედიტების შესახებ “ — ამბობს ალიბეგაშვილი.

 

ეკონომისტი რატი აბულაძე გაჟღერებულ ინიციატივებს, განიხილავს როგორც საფინანსო სექტორის განვითარების ახალი ფურცლიდან დაწყებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობას ვერ გაზრდის:

 

„რეგულაციები, ინიციატივები მიმართულია სფეროს განვითარებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისაკენ. პრემიერის მიერ გაჟღერებული პროგრამა და საბანკო სექტორის სრულყოფისაკენ მიმართული სურვილები ბუნებრივია ზრდის პოლიტიკურ იმედებს. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ტექნიკური და პროგრამული ხასიათის ღონისძიებები ჯამში არ ქმნის მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის პირობებს. აღვნიშნავ, რომ საფინანსო სექტორს როგორი ძლიერი აქტორებიც ჰყავს, ისეთი ძლიერი პოლიტიკოსებიც რომ წარმოჩინდეს, ქვეყანას ეშველებოდა.“

 

 საბანკო სექტორის რეგულაციაბი 2018 წლის 1 მაისიდან გამკაცრდა, კერძოდ ბანკებს მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება დაევალათ:  

 

ცვლილების მიხედვით, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის საჭიროა მან ბანკში წარადგინოს საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა და სხვა მსგავსი სანდოობის დოკუმენტაცია, ასევე  კომერციულ ბანკებში კრედიტის კონცენტრაციისა და მსხვლი რისკების შესახებ” ცვლილებებით, ბანკი შესაძენი ბინის შეფასებული ღირებულების 50%-ზე მეტს ვეღარ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულყოფილი ანალიზი არ ჩაატარა.

 

ეროვნულ ბანკში რეგულაციების შემოღებას მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობით ხსნიან.

 

სებ-ში მიაჩნიათ, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემის შეზღუდვა საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტებს გააუმჯობესებს და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობებს წაახალისებს.

 

 „კრედიტ ინფოს“ სებ-ის რეგულაციის ქვეშ მოქცევაც იმ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას გულისხმობს.

 

 ნინო ნატროშვილი






შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up