„ანტიდემპინგური კანონი“ კვირიკაშვილის მთავრობამ დაბლოკა-ბახტაძის გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს

„ანტიდემპინგური კანონი“ კვირიკაშვილის მთავრობამ დაბლოკა-ბახტაძის გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს

access_time2018-07-19 09:00:11


„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა  ირაკლი გურჩიანმა "კომერსანტთან" საუბარში განაცხადა, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ავტომობილებს დემპინგურ ფასებში ყიდის, რაც, რა თქმა უნდა" ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის.


რა ხდება საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, სადაც პერიოდულად დემპინგის თემა აქტიურდება და როგორც ამბობენ, გარკვეული ძალების დაინტერესების გამო, ისეც იკარგება.  


იმედი მაქვს რომ ახალი მთავრობა იმუშავებს  ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე.  თუ ეკონომიკური კურსი არ შეიცვალა  და მხოლოდ სახელი და გვარები იცვლება, მაშინ რა აზრი აქვს? ჩვენ  სახელებთან და გვარებთან არ გვქონდა პრეტენზია.  სიტუაციის გამოსწორებაა საჭირო," — ამის შესახებ   განცხადება „კომერსანტთან“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. 


იმუშავებს თუ არა ახალი მთავრობის ეკონომიკური გუნდი  ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე, ეს კითხვა მთავრობის დამტკიცების დროს, დავით ჭიჭინაძემ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ვანო მაჭავარიანს დაუსვა:


„მაჭავარიანის პასუხი იყო, რომ ყველაფერს მივხედავთო. ცოტა ზოგადი პასუხია.  იმედი მაქვს ეს საკითხი დაიძვრება და ყოფილი ეკონომიკური გუნდისგან ახალი მინისტრების ხედვა განსხვავებული იქნება. ამ თემის გააქტიურებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ გამოვრიცხავ,“-ამბობს ჭიჭინაძე.  


საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულავაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებკანონპროექტზე მუშაობა, თუმცა, პროცესი სამუშაო ფორმატს ვერ გსცდა .  2017-2018 წლებში ანტიდემპინგური კანონმდებლობა პარლამენტში არც მთავრობას შემოუტანია და შესაბამისად ვერც პარლამენტი იმსჯელებდა. 


დავით ჭიჭიპნაძე  ამბობს, რომ  მის ხელთა არსებული ინფორმაციით, ანტიდემპინგური კანონმდებლობა წინა მთავრობის ეკონომიკური გუნდის ნაწილის ხედვის გამო დაიბლოკა: 



„ეკონომიკურ გუნდს სხვა შეხედულებები ჰქონდა.  ვფიქრობ, ეს არ  იყო ჯანმრთელი პოზიცია. შეიძლება რაღაც მომენტში დემპინგი ვიღაცისთვის ხელმისაწვდომია., თუნდაც ადგილობრივი ბიზნესოპერატორისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპეატივაში ბაზარს აზიანებს. მაგალითად  გადახდის აპარატების სეგმენტი:  „მაგთიმ დაარიცხა 4% -იანი გადასახადი მომსხმარებელს. „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ თავისი გადახდის  აპარატებზე  დააწესეს უპროცენტო მომსახურება, მოკლეს კონკურენტები და შემდეგ  აწიეს ფასი. და ეს იყო უსამართლობა,"  ამბობს  ჭიჭინაძე. 


პარლამენტარისთვის გაუგებარია თუ რა შეხედულებებით საზრდოობდა ეკონომიკური გუნდი, რადგან მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყანა ებრძვის დემპინგს.  


„ანტიდემპინგური კანონმდებლობა წინა მთვარობის ეკონომიკურმა გინდმა დაბლოკა,“  ამ განცხადებას აკეთებს „კომერსანტთან“ მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.


განსხვავებული ხედვა ჰქონდათ წინა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ჩვენ რომ ანტიდემპინგური კანონი მივიღოთ, პროდუქცია გაძვირდება და ხალხს მოუწევს მეტი ფულის გადახდაო. ეგ სოციალური თემაა, რომელიც დემპინგთან კავშირში არ არის.  ორი კანონი მუშავდებოდა ერთდროულად ეს იყო ანტიდემპინგური და ვაჭრობაში საზღვრის დაცვის ღონისძიებების შესახებ.  ეს ორივე კანონი მჭიდრო კავშირშია.  ორივე კანონპროეტი ერთად გადიიოდა და ორივე ეკონომიკური გუნდის ნაწილმა დაბლოკა. სინამდვილეში დემპინგი ანგრევს აკონომიკას.“ ამბობს უჩუმბეგაშვილი. 


ანტიდემპინგური კანონმდებლობის საჭიროებაზე საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე:  „ქვეყანას აუცილებლად სჭირდება  ეს კანონი.  რადგან მოწესრიგდეს და დერეგულირდეს კონკურენცია ბაზარზე. დემპინგი ეს არის საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე შინაგანი ბაზრის ფასებთან შედარებით ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც (კონკურენტების განდევნის მიზნით). დემპინგი ნებისმიერი ქვეყნის ბაზრისთვის საშიში მტერია და ამიტომ, ყველა სახელმწიფო ცდილობს, ებრძოლოს მას, როგორც უარყოფით მოვლენას.“


საქართველოსა ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება (DCFTA) პირდაპირ მოუწოდებს სახელმწიფოს, შექმნას საკანონმდებლო გარემო, რომელიც ევროკავშირის შიდა ბაზრის შესაბამისი იქნება და რომელიც სამართლიანი კონკურენციის სტანდარტებს დაამყარებს (თავი IV).


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ DCFTA აღნიშნული რეგულაციების შემოღებას სხვადასხვა ინტერესის ერთობლივად გათვალისწინებით ითხოვს. ეს არის: ადგილობრივი წარმოების, მომხმარებლების და იმპორტიორების ინტერესების, იმის გათვალისწინებით, რომ მათ წარუდგინეს შესაბამისი ინფორმაცია მოკვლევის მწარმოებელ ორგანოებს.


 დემპინგის მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ იმპორტიორი კომპანიები ჯერ კონკურენტებს იცილებენ და შემდეგ საბაზრო ფასებს ადგენენ და ადგილობრივი ინდუსტრიაც მის წესებს ემორჩილება. განვითარებული ქვეყნები უკვე დიდი ხანია, შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამართლიანი ვაჭრობისთვის ანტიდემპინგური კანონმდებლობა გარდაუვალი და აუცილებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ადგილობრივი ბიზნესის დასაცავად დიდი ხანია, ანტიდემპინგური კანონმდებლობა მოქმედებს. გარდა ამისა, ევროკავშრი არა მხოლოდ ანტდემპინგური კანონის მეშვეობით იცავს საკუთარ წარმოებას, არამედ ისეთ დამატებით შეზღუდვებსაც აწესებს, როგორიც არისშესვლის ფასი“ ( იმპორტის ფიქსირებული ფასი), რაც საკუთარ ბაზარს უხარისხო და იაფიანი პროდუქციის შეტანისგან იცავს.


წყარო: ISET -ი


საადვოკატო ბიურო „OK&CG“- ის იურისტებს მიაჩნიათ, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის არარსებობა ადგილობრივ წარმოებას დიდ ზიანს აყენებს და ამიტომ, სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშავოს ეფექტური ანტიდემპინგური კანონის მიღებაზე, რომელიც დაეფუძნება სამართლიან და გამჭვირვალე სისტემას.

 

 „სამწუხაროა, რომ დემპინგთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღება დღემდე ვერ მოხერხდა. რატომ არის დემპინგის შესახებ კონკრეტული რეგულაციების დამკიცება საქართველოს ბაზრისთვის? იმიტომ, რომ საქართველოში არაერთი ადგილობრივი კომერციული იურიდიული პირი არსებობს, რომელიც სხვადახვა სახის წარმობას ახორციელებს. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეც იწარმოება, პარალელურად იმპორტული ქვეყნებიდანაც შემოდის, თანაც დემპინგური, გაცილებით დაბალი ფასით, რაც კონკურენციის უსამართლო სისტემას ამკვიდრებს და ამით ადგილობრივ წარმოებას დიდი ზიანი ადგება. შესაბამისად, თუ იარსებებს აღნიშნული საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი, შეგვეძლება, რომ კონკრეტულ რეგულაციებზე დაყრდნობით უზრუნველვყოთ ადგილობრივი მეწარმეების დაცვა და ფასების რეგულირება,“   ამბობს   „OK&CG“-ის ადვოკატი , ქეთევან ქავთარაძე .


ნინო ნატროშვილი





ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up