გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიად აღიარებს.
„პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები უხეში ძალის გამოყენებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მან ეს უკანონო ომი წააგოს“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
მისი თქმით, უკრაინაში ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარებით პუტინმა კიდევ დაარღვია საერთაშორისო სამართალი.
შეგახსენებთ, კრემლში, დღეს, რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი ტერიტორიის - ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
ინტერპრესნიუსი