ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა. ის ბალმორალში, შოტლანდიაში ჩავიდა, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრა გამართა.
ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, ახალი პრემიერ-მინისტრი მონარქმა ოფიციალურად უნდა დანიშნოს.
შეგახსენებთ, გუშინ, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი დასახელდა. მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ კენჭისყრაში მან მოწინააღმდეგე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რიში სუნაკი დაამარცხა.